უპატრონო კნუტი სახელად როზი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იპოვეს და გადაარჩინეს. ის მხოლოდ სამი კვირის იყო. ახალმა პატრონმა ის საკუთარ ჰასკისთან, ლილოსთან მიიყვანა და კნუტმა ინსტიქტურად მისი ძუძუსკენ გაიწია. ლილომ კი ნამდვილი დედობა გაუწია და მისი დახმარებით, ცოტა ხანში, კნუტმა გამოჯანმრთელება დაიწყო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და როზი ჰასკების ოჯახის ნამდვილი წევრი გახდა. ლილოს გარდა მის ოჯახში კიდევ ორი ჰასკია და ისინი როზის კარგი მეგობრები არიან. ლილოს ისევ ძალიან უყვარს თავისი შვილობილი და დღემდე ზრუნავს მასზე. იხილეთ ამ შესანიშნავი ოჯახის ფოტოები:
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ
Facebook კომენტარები