გახსოვთ პიტერ ადამს-შონი, რომლის „თვალებში ასახული ქორწილის“ ფოტოებიც დავათვალიერეთ? მოემზადეთ სიახლისთვის – ადამს შონი ბეჭდებზე ასახულ ფოტოებსაც იღებს, რაც მისი თქმით გაცილებით რთულია. „ბეჭდების პეიზაჟზე“ ადამსი ექსპერიმენტს ატარებდა 2012 წლიდან.
„პროექტმა საკმაო ევოლუცია განიცადა ბოლო ორი თვის განმავლობაში, რაც აისახა გაცილებით რთულ კომპოზიციებში“, – განაცხადა ადამს-შონმა „პეტა პიქსელთან“ (Peta Pixel) საუბრისას. „მე ვვარაუდობ, რომ რაღაც მომენტში სტანდარტული გამოსახულებები ბეჭდებზე უფრო ჩვეულებრივი და ერთმანეთის მსგავსი გახდება… ამრიგად, უნდა განვავითარო მიმართულება“, – განაცხადა პიტერმა სხვა ინტერვიუში, რომელიც „ეპოქ თაიმს“ (Epoch Times) მისცა.
კიდევ რას გეგმავს ადამს-შონი? დადის ჭორი, რომ აპირებს საპნის ბუშტებზე ექსპერიმენტული ფოტოსესიის ჩატარებას. ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ ამ სიახლის შესახებ და იმასაც მოგახსენებთ, თუ რამდენად წარმატებული იქნება ახალი ექსპერიმენტი!
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…
Facebook კომენტარები