ლუდვიგი ევროპელი „ფოტომოდელია”, რომელსაც უამრავი გამომწერი ჰყავს Instagram-ზე. ერთადერთი უცნაური ის არის, რომ ლუდვიგი არის გვინეური ზღვის გოჭი, რომელიც გამორჩეულია მელოტი სხეულით. ეს ჯიში ბეწვით იბადება, ხოლო ზრდასთან ერთად ბეწვი ცვივდება.
ერთი წლის გოჭი ცხოვრობს ვარშავაში, პოლონეთში, აგატა ნოვაკასთან ერთად. როდესაც ის არ პოზირებს მის საყვარელ ხილთან და ბოსტნეულთან, პატარა არსებას უყვარს თვლემა იქ, სადაც მოუხერხდება. „სახალისოა, რომ ლუდვიგს შეუძლია დაიძინოს ვეტერინართან ყოფნისასაც კი. მას შეუძლია სულ იძინოს, შეუძლია მთელი დღე ჩემს კალთაში გაატაროს“, – ამბობს ნოვაკა.
„სილამაზე იწყება იმ წუთიდან, როცა გადაწყვეტთ იყოთ ის, ვინც ხართ“
ლუდვიგს Instagram-ზე 78 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს
აგატა ნოვაკამ ამოარჩია ლუდვიგი მაღაზიაში. მას აწუხებდა პნევმონია და სოკოვანი ინფექცია. ბიზნესისა და პოლიტიკათმცოდნეობის სტუდენტმა წაიყვანა იგი სახლში და გამოაჯანმრთელა
როდესაც ის არ პოზირებს, პატარა არსება თავის სახლში მეორე გოჭს და ორ ძაღლს მასპინძლობს
„ზოგჯერ ყველაზე მცირე რაღაცას შეუძლია დაიკავოს დიდი ადგილი შენს გულში“
გვინეის ჯიშის გოჭის სხეულზე ერთი ბეწვიც კი არ არის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე თმის ღერს. მას მკვრივი, მაგრამ ნაზი კანი აქვს
„ჩემი ძვირფასი ლუდვიგი…“, – უბრალოდ შეხედეთ მის ჭიპს
თავგადასავალო ჩვენ მოვდივართ!!!
Facebook კომენტარები