10 ფილმი, რომლებშიც მსახიობებს სინამდვილეში შეუყვარდათ ერთმანეთი

ZIVAVA გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, რომლებშიც მსახიობები კი არ თამაშობენ შეყვარებულ წყვილს, არამედ რეალურად უყვართ ერთმანეთი.

 

ჯილი / Gigli, 2003

ჯილი / Gigli, 2003

სიუჟეტის თანახმად, მკვლელი და კაცთმოძულე რიკი (ჯენიფერ ლოპესი), სრულიად მოულოდნელად, ჭკუას კარგავს მომხიბვლელ ლარიზე (ბენ აფლეკი). ამ მომენტიდან ქალის ცხოვრება ახალ ფერებს იძენს. შეუძლებელია სცოდნოდა ჯენიფერს, როდესაც ამ როლზე თანხმდებოდა, რომ ისევე თავდავიწყებით შეუყვარდებოდა ეს წარმოსადეგი კაცი, როგორც მის პერსონაჟს უყვარს ლარი. ფაქტი ფაქტია: ფილმის გადაღებებზე მსახიობებმა რომანი გააბეს.

 

ვიკი კრისტინა ბარსელონა / Vicky Cristina Barcelona, 2008

ვიკი კრისტინა ბარსელონა / Vicky Cristina Barcelona, 2008

ფილმში პენელოპა კრუსმა და ხავიერ ბარდემმა საკმაოდ უცნაური ოჯახური წყვილი ითამაშეს. ფილმის გმირების ესპანური ტემპერამენტი პერსონაჟის ჭრილს გასცდა და რეალურ ცხოვრებაში ემოციური ფეიერვერკით გაგრძელდა. მსახიობებს ხანგრძლივი რომანი ჰქონდათ და საბოლოოდ ოჯახიც შექმნეს.

 

სახიფათო თამაშები / Cruel Intentions, 1999

სახიფათო თამაშები / Cruel Intentions, 1999

სახიფათო თამაშების გადაღებებზე მსახიობებს, რიზ უიზერსპუნსა და რაიან ფილიპს, შორის დაიწყო ქიმიური რეაქცია, რომელსაც სიყვარულის სახელით ვიცნობთ. ფილმის ყურებისას მარტივად შეამჩნევთ, რომ პერსონაჟებს რეალური ემოციები აკავშირებთ ერთმანეთთან.

 

ბინა / L’appartement, 1996

ბინა / L’appartement, 1996

ამ ფილმის გადაღებებზე დაიბადა გრძნობა, მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ იტალიელ მსახიობ, მონიკა ბელუჩისა და გამოუსწორებელ მექალთანე, ფრანგ მსახიობ, ვენსან კასელს შორის. ასე დაიბადა წყვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად.

 

რომის დღიური / The Rum Diary, 2010

რომის დღიური / The Rum Diary, 2010

„რომის დღიური“ საბედისწერო გახდა ულამაზესი და მთელი მსოფლიოს ქალების უსაყვარლესი მსახიობის – ჯონი დეპის, ცხოვრებაში. მან, ისევე როგორც მისი ფილმის გმირმა, ჭკუა დაკარგა ქერათმიან ლამაზმანზე ემბერ ხერდზე. გადაღებების შემდეგ ჯონი დეპმა ხელი სთხოვა ახალგაზრდა მსახიობს. გავიხსენოთ წარსულიც, მსახიობი 14 წელი ცხოვრობდა ვანესა პარადისთან ერთად, მაგრამ მისთვის ხელი არ უთხოვია.

 

ნაბიჯი წინ / Step Up, 2006

ნაბიჯი წინ / Step Up, 2006

ბევრ ჩვენგანს სიამოვნებს ამ მგზნებარე ფილმის რამდენჯერმე ყურება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ყურების შემდეგ დაუსრულებელი ცეკვა გინდება. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ ასე გვიყვარს ფილმი „ნაბიჯი წინ“ – ეს არის ჩანინგ ტატუმისა და ჯენა დევანის შეყვარებული თვალები, რომელთა ყურება ასე სასიამოვნოა. ახლა მსახიობები დაქორწინებულნი არიან და პატარა ქალიშვილს ზრდიან.

 

ჭექა-ქუხილის დღეები / Days of Thunder, 1990

ჭექა-ქუხილის დღეები / Days of Thunder, 1990

გახსოვთ დრო, როდესაც თავისი კარიერის დასაწყისში ნიკოლ კიდმანი სქელ, თვალისმომჭრელ, ხვეულ, ჟღალ თმას ატარებდა? სწორედ მაშინ, „ჭექა-ქუხილის დღეების“ გადაღებებზე, შეხვდა მას ტომ კრუზი. შეხვდა და აღარსად გაუშვა. რომანმა ძალიამ მალე გადმოინაცვლა ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაში. თავის დროზე მსახიობები ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წყვილის ტიტულს ატარებდნენ.

 

ალფი / Alfie, 2004

ალფი / Alfie, 2004

ამ ფილმში, ქალების სიყვარულით უხვად დაჯილდოებულ ჯუდ ლოუს, არც გასჭირვებია კაზანოვას განსახიერება. ასევე ადვილად გამოსდიოდა მას სასიყვარულო სცენები, მსახიობ სიენა მილერთან. ყველაფერი იმის გამო, რომ გადაღებების დროს მსახიობებს შორის მძვინვარე ცეცხლი დაინთო. სასიყვარულო ურთიერთობა ეკრანის რომანზე არანაკლებ სწრაფად განვითარდა.

 

მისტერ და მისის სმიტები / Mr. & Mrs. Smith, 2005

მისტერ და მისის სმიტები / Mr. & Mrs. Smith, 2005

ამ შემთხვევაში აქვს აზრი რამის თქმას? ფოტოზე ყველასათვის საყვარელ ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის ვხედავთ. ფილმი „მისტერ და მისის სმიტები“ ამ წყვილისთვის საბედისწერო გახდა. ყველასათვის ცნობილია, რომ ამ კინორომანს 12 წელი ერთობლივი ცხოვრება და სამი შვილის დაბადება მოჰყვა.

 

წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა / The Amazing Spider-Man, 2012

წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა / The Amazing Spider-Man, 2012

მომხიბვლელმა „ობობამ“, ენდრიუ გარფილდმა, თავისი გმირის მსგავსად, მიმზიდველ ობობას ქსელში არა მხოლოდ საეკრანო შეყვარებული გააბა, არამედ მსახიობი ემა სტოუნიც, რომელიც მისი შეყვარებულის როლს ასრულებდა. წყვილი დღემდე აგრძელებს თანაცხოვრებას.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები