17 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავისი ფსიქიური დაავადება აღიარეს სხვებისთვის სტიმულის მისაცემად

რთულია საკუთარ პრობლემებზე საუბარი, მაგრამ ზოგჯერ, ვინმეს მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება ამაში დაგეხმაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ხუთი ამერიკელიდან ერთს ფსიქიური დაავადების დიაგნოზი აქვს დასმული, ბევრი ადამიანი დისკომფორტს განიცდის ამ თემაზე საუბრისას.
ამ ცნობილმა ადამიანებმა საჯაროდ აღიარეს, რომ ფსიქიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მიმართეს ექიმს და სურთ, რომ სხვა ადამიანებმაც, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აწუხებთ, მიმართონ მკურნალობას.
გაკვირვებული ხართ ამ აღიარებებით? რომელიმე მათგანმა განსაკუთრებული შთაგონება მოგანიჭათ?

 

ელენ დეგენერესი, დეპრესია

celebrity_mental_illness_awareness_1_1

„ყველაფერი დამემართა, რისიც მეშინოდა. ჩემი შოუ დავკარგე. კომედიურ შოუში ბევრი ფულის შოვნის შემდეგ უფულოდ აღმოვჩნდი. როდესაც 5-წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ სტუდია დავტოვე, და ვიცოდი, რომ ჩემს მიმართ უპატივცემულო მოპყრობის ერთადერთი მიზეზი ჩემი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია იყო, ძალიან ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი“.

 

ლეონარდო დიკაპრიო, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

celebrity_mental_illness_awareness_2_1

„ლეონარდო ბავშვობიდან იტანჯებოდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით და ფილმ „ავიატორის“ გადაღებებმა ეს მდგომარეობა განაახლა. „მახსოვს, ჩემი ვიზაჟისტი და ასისტენტი მოდიოდნენ ჩემთან გადაღებებზე და მიდიოდნენ ისე, რომ თავის სამუშაოს ვერ ასრულებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მათ 10 წუთი ესაჭიროებოდათ ჩემს დასაჭერად, რადგანაც მე წინ და უკან დავდიოდი, კარებს ვაღებდი, გავდიოდი და ისევ შემოვდიოდი. ამას ხშირად ჭკუიდან გადავყავდი. ეს ფილმის გადაღებების შემდეგ რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ახლაც გრძელდება“.

 

ჯ.კ.როულინგი, დეპრესია

celebrity_mental_illness_awareness_3_1

„მე არასოდეს მრცხვენოდა დეპრესიის. არასოდეს. რისი უნდა მრცხვენოდეს? მე საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე და ვამაყობ, რომ გადავლახე ეს მდგომარეობა“.

 

ქერი ფიშერი, I ტიპის ბიპოლარული აშლილობა

celebrity_mental_illness_awareness_6_1

„ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვეწინააღმდეგებოდი, არ მინდოდა ვყოფილიყავი, ის ადამიანი ვინც ვიყავი. ზოგჯერ წვეულებაზე დატყვევებულად ვგრძნობდი თავს. როდესაც ჩემი მანია ძლიერდებოდა, მაღლა მთებში დავფრინავდი. ზოგჯერ, მთელი 8 საათი ვაცდენდი ხალხს ტელეფონზე საუბრით.
ეს მდგომარეობა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მე უკვე ვეღარ ვახერხებდი ადამიანებთან კონტაქტს. ჩემი წინადადებები უაზრო იყო. ვერ ვიძინებდი და არასაიმედო ვხდებოდი“.

 

ბრედ პიტი, დეპრესია

celebrity_mental_illness_awareness_7_1

„მე ვებრძოდი დეპრესიას, მაგრამ ალბათ გასულ ათწლეულში. მე ამას აღვიქვამ, როგორც დიდი განათლების პროცესს, როგორც ერთ-ერთ სასწავლო სემესტრს: ამ სემეტრში მე ვაბარებდი საგნებს დეპრესიაში. ამას ყოველ ღამე ვაკეთებდი და ვაიძულებდი საკუთარ თავს ძილს. ერთი სული მქონდა, სახლში მივსულიყავი და დავმალულიყავი“.

 

ადამ ლევინი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი

celebrity_mental_illness_awareness_8_1

„როდესაც პირველად დამისვეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დიაგნოზი, ეს არ გამკვირვებია, რადგანას სკოლაში სწავლისას მიჭირდა კონცენტრაცია. ახლა მივხდი, რომ ადამიანები ამ სინდრომს ჩემში ყოველდღე ამჩნევდნენ. თუ არ გამომდის ყურადღების მიქცევა, ესეიგი არ გამომდის და ამაზე უნდა შევჯერდე“.

 

ჯიმ ქერი, დეპრესია

celebrity_mental_illness_awareness_10_1

„დიდი ხნის განმავლობაში პროზაქსს ვსვამდი. ადამიანები მუდმივად სვამენ ამ პრეპარატს, მაგრამ მე შევძელი მისი შეწყვეტა გარკვეულ ეტაპზე, რადგანაც გავაცნობიერე, რომ ყველაფერი კარგადაა“.

 

ელტონ ჯონი, ბულიმია

celebrity_mental_illness_awareness_11_1

„როგორც კი ვთქვი, რომ დახმარება მჭირდება, ვიცოდი, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა და გადაწყვეტილება მივიღე, რომ ასეც ყოფილიყო. მაგრამ ამ სიტყვების თქმა უბრალოდ შვების მოსაგვრელადაც იყო“.

 

ჯონ ჰემი, დეპრესია

celebrity_mental_illness_awareness_12_1

„გულწრფელად გითხრათ? ანტიდეპრესანტები შველის! თუ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ტვინის ქიმია იმგვარად, რომ იფიქროთ: „მინდა დილით ადგომა, არ მინდა დღის 4 საათამდე ძილი. მინდა ავდგე და წავიდე სამსახურში… აამუშავეთ ძრავი!“

 

ანჯელინა ჯოლი, დეპრესია

celebrity_mental_illness_awareness_13_1

„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძალიან ბნელ ადგილას მივდიოდი და არ შემეძლო დილით ადგომა. ამიტომაც ისეთ რაღაცას მოვაწერე ხელი, რაც მაიძულებდა აქტიური ვყოფილიყავი“.

 

გვინეტ პელტროუ, მშობიარობის შემდგომი დეპრესია

celebrity_mental_illness_awareness_14_1

„ეს საშინელება იყო, ზუსტად იმის საპირისპირო იყო, რაც ეფლის დაბადების მომენტში განვიცადე. მასთან ერთად მაშინ ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ იგივე გრძნობა არ მქონდა ეხლა, ვაჟის დაბადების მერე. ვფიქრობდი, რომ ეს იმას ნიშნავდა, რომ საშინელი დედა და საშინელი ადამიანი ვარ“.

 

კეტრინ ზეტა ჯონსი, II ტიპის ბიპოლარული აშლილობა

celebrity_mental_illness_awareness_15_1

„არასოდეს მდომებია ასეთი გულახდილი ვყოფილიყავი ამ საკითხზე. მე ბრიტანული მტკიცე ხასიათი მაქვს და არ მინდოდა ამ თემის საჯაროდ გამოტანა. მაგრამ როდესაც ეს ამბავი გაირკვა, მე ვიცი, რომ არ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს აწუხებს. ასე რომ, თუ ვინმეს დავეხმარე ამ თემაზე მსჯელობით, მიხარია“.

 

დევიდ ბექჰემი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

celebrity_mental_illness_awareness_16_1

„შევდიოდი სასტუმროს ნომერში და განტვირთვას ვერ ვგრძნობდი მანამ, სანამ ყველა ბროშურასა და წიგნს უჯრაში არ შევინახავდი. ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო“.

 

 ლედი გაგა, დეპრესია

celebrity_mental_illness_awareness_18_1

,,მე ვისწავლე, რომ ჩემი მოწყენილობა არასოდეს ანგრევდა იმას, რაც კარგი იყო ჩემში. თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ ის ერთი პატარა სინათლის ნაპერწკალი. მიხარია, რომ ვიპოვე“.

 

ოლივია მუნი, აგზნებადობა და ტრიქოტილომანია

celebrity_mental_illness_awareness_19_1

„ფრჩხილებს არ ვიკვნიტავ, მაგრამ წამწამებს ვიგლეჯ. არ მტკივა, მაგრამ საკმაოდ გამაღიზიანებელია. ყოველთვის, როცა სახლიდან გამოვრბივარ, მიწევს გაჩერება და მისაწებებელი წამწამების კოლოფის აღება“.

 

მეგან ფოქსი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

celebrity_mental_illness_awareness_20_1

„ვფიქრობ, რომ ბრაიანი (მეუღლე ოსტინ გრინი) ელოდებოდა, რომ ენახა, თუ რას გავაკეთებდი მშობიარობის დროს. მე ის მარჯვნივ დავიყენე და ვუთხარი, რომ ამ მომენტიდან, არაფერი გამაღიზიანებს, რაც არ უნდა გააკეთოს მან. არ მინდა, რომ კომპლექსი გაუჩნდეს. აგზნებადობა შედარებით გამოსწორდა ბავშვის დაბადების შემდეგ, ალბათ 80%-ით გაუმჯობესდა. მაგარია“.

 

ბიონსე ნოულსი, დეპრესია

celebrity_mental_illness_awareness_23_1

„ახლა, როდესაც პოპულარული ვარ, ვშიშობდი, რომ ვერასოდეს ვიპოვიდი ადამიანს, რომელსაც ვეყვარებოდი იმის გამო, რომ მე მე ვარ. მეშინოდა ახალი მეგობრების შეძენის. ერთ დღეს დედამ მითხრა: „რატომ გგონია, რომ ადამიანი არ შეგიყვარებს? არ იცი, როგორი ჭკვიანი და ლამაზი ხარ? ამის შემდეგ მივხვდი, რომ ორი არჩევანი მაქვს: ფარ-ხმალი დავყარო ან ცხოვრება განვაგრძო“.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები