თუ თქვენ სადა, მინიმალისტური და, თუნდაც, სიურრეალისტური ფოტოების თაყვანისმცემელი ხართ, აუცილებლად მოგეწონებათ მიურეი ფრედერიკსის (Murray Fredericks) ფოტოების სერია სახელწოდებით „ამაოება“ (Vanity).
ფრედერიკსი – ავსტრალიელი ფოტოგრაფია, რომელიც გასაოცარ პეიზაჟებს ქმნის. მხატვარი სურათებს ეირის (Eyre) ტბის მლაშობზე იღებს. ამისათვის ის გიგანტურ (1200 x 1800 მმ) სარკეს იყენებს, რომელსაც წყალში ათავსებს. ფოტოგრაფის სურათები გადაღებულია განთიადისას, ბინდის დროს და ღამით. ის შეგნებულად ირჩევს დღის ამ მონაკვეთებს, რათა შექმნას აბსტრაქტული და სიურრეალისტური პეიზაჟები.
მისი სურათები ხიბლავს და აჯადოვებს ადამიანებს, თავიანთი საოცარი ფერებით, სიმკვეთრითა და სრულყოფილებით. ზოგიერთისთვის კი რთულად დასაჯერებელია, რომ ფოტოგრაფი გამოსახულებების შექმნისას ფოტოშოპს არ იყენებს.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…
Facebook კომენტარები