არსებობს ანდაზა ღვინოზე, რომელიც გვაუწყებს, რომ „ღვინის პირველი ჭიქა საჭმელს ეძღვნება, მეორე – სიყვარულს, მესამე კი – მხიარულებას“, – ამბობს ბრაზილიელი ფოტოგრაფი მარკოს ალბერტი. მისი თქმით, პროექტი „3 ჭიქის შემდეგ“ თავიდან უბრალო ხუმრობა იყო – რამდენიმე საათიანი თამაში, რომლის განმავლობაშიც ის მეგობრებს სურათებს უღებდა დალეული ღვინის ერთი, ორი და სამი ჭიქის შემდეგ.
„პირველი სურათები გადაღებულია სტუმრების მოსვლისთანავე, – განმარტავს ალბერტი – იმისათვის, რომ დაფიქსირებულიყო რთული სამუშაო დღის შემდგომი სტრესი და დაღლილობა“. როგორც სურათები გვიჩვენებს, თანდათან ადამიანების სახეზე ღიმილი ჩნდება. ბოლო სურათზე კი მარკოსის მეგობრები საერთოდ ვერ მალავენ მხიარულებას!
ალკოჰოლის მირთმევა დიდი რაოდენობით ვნებს თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ ZIVAVA შეგახსენებთ, რომ დალევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ და ზომიერების ფარგლებს არ გასცდეთ.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
Facebook კომენტარები