პატარა ამერიკელი, ჯოანა კოლონი, სულ რაღაც რამდენიმე დღეში ვარსკვლავი გახდა. და ეს ყვლაფერი ცეცხლოვანი, სასაცილო და საოცრად ექსპრესიული ცეკვის წყალობით, რომელიც მილიონობით ადამიანმა YouTube-ზე ნახა.
გოგონას დედამ, ელისამ, საკუთარი Facebook-ის გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც მისი შვილი მეტისმეტად კომიკურად ცეკვავს და მოძრაობებს სიმღერის სიტყვებსაც აყოლებს.
„ის შეუპოვრად ვარჯიშობდა, – ამბობს ელისა, – გამუდმებით მთხოვდა ჩამერთო ეს სიმღერა. მან სცენაზე გასვლისთანავე მიიპყრო ყურადღება, პუბლიკა თითქოს გაგიჟდა“.
მაყურებელი რეპლიკებითა და სიცილით რეაგირებდა, რადგან ცეკვა და პუბლიკისთვის თავის დაკვრა მართლაც თავდასავიწყებელი და სასაცილო გამოვიდა, – ჯოანამ, რასაც ჰქვია, ცეცხლი დაანთო სცენაზე.
თვით მოცეკვავე კი დიდად არ აღფრთოვანებულა ინტერნეტ-სახელგანთქმულის ახალი სტატუსით. „ჩვენ ჯოანას მის წარმატებაზე მოვუყევით, მას გაუხარდა, მაგრამ სინამდვილეში ბოლომდე ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ყველაფერი ეს, – განმარტავს დედამისი, – ჯოანა გაცილებით მეტი სიხარულით შეხვდა იმას, რომ სკოლის მეცადინეობების ბოლო დღე ნაყინის დიდი ულუფით მივულოცეთ“.
Facebook კომენტარები