ფოტოგრაფი თომას გუდოზოვატი ესტუმრა შაოლინის მონასტერს ჰენანის პროვინციაში, რათა გადაეღო ბერების ვარჯიში. მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა ჟურნალებში TIME, Newsweek და Forbes.
გუდოზოვატი თავის ვებ გვერდზე წერს: „კუნგ-ფუს ვარჯიში მიმდინარეობს ოპონენტის გარეშე, რადგან მისი დანიშნულება არავითარ შემთხვევაში არ არის მოკვლა. მოძრაობების პოეტური სახელწოდებებიც კი გულისხმობენ, რომ ეს უფრო არის მედიტაცია, ვიდრე ბრძოლა. თუმცა, ერთადერთი განსხვავება თიხის ქოთნის დამტვრევასა და ცარიელი ხელებით ადამიანის ქალის დამტვრევას შორის, არის ნების გაცნობიერება. კომერციალიზაციის მიუხედავად, კუნგ-ფუ თავის მისტიკურ ხასიათს ინარჩუნებს და უფრო მონასტრის მკაცრი დისციპლინის დემონსტრირებას ახდენს, ვიდრე თანამედროვე გლადიატორების სანახაობის“…..
ფოტოები ასახავს შაოლინის ბერების საოცარ ძალას, შთამბეჭდავ თავდადებას და ფიზიკური ტკივილის გაძლების საოცარ უნარს.
Facebook კომენტარები