ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესი დღესასწაულია ქართველი, და არა მარტო ქართველი, არამედ სრულიად ქრისტიანული სამყაროსათვის.
აღდგომის დღესასწაულს ადამიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად გვინდა შემოგთავაზოთ შესანიშნავი, ულამაზესი, ნაზი ფოთლებითა და ყვავილებით მოხატული, ხასხასა წითელი სააღდგომო კვერცხების შეღებვის მეთოდი!
კვერცხის შეღებვის ეს მეთოდი საკმაოდ კარგად არის ცნობილი. კვერცხები ძალიან ლამაზი გამოდის, ხოლო პროცესი ბევრ სირთულეს არ წარმოადგენს.
პირველ რიგში, კვერცხის შეღებვისას, რამდენიმე ზოგადი რჩევა გაითვალისწინეთ:
– ხარშვისას კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1-1,5 საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში 1 სუფრის კოვზი მარილი ჩაამატეთ.
– შეღებვამდე კვერცხი აუცილებლად გარეცხეთ.
– არ გირჩევთ ძალიან დიდი ქვაბის გამოყენებას და წყლის ძლიერ დუღილამდე მიყვანას, რადგან დუღილის დროს კვერცხები ერთმანეთზე დარტყმის შედეგად შეიძლება გატყდეს. კვერცხები ხარშეთ დაბალ ან საშუალო ცეცხლზე.
– კვერცხმა ფერი უკეთესად რომ მიიღოს, შეღებვისას წყალში დაუმატეთ 3-6 სუფრის კოვზი ბალზამირებული ძმარი ან ნახევარი ჭიქა სუფრის ძმარი.
– როდესაც კვერცხებს ქვაბში ალაგებთ უმჯობესია ხელთათმანი ან ტილოს ნაჭერი გამოიყენოთ, ზედმეტი ლაქების თავიდან ასაცილებლად.
1კვერცხის შესაღები ხსნარის მოსამზადებლად დაჩეჩქვილი ენდრო და/ან ხახვის ფურცლები ჩააწყვეთ ქვაბში და ხარშეთ დაახლოებით 30-45 წუთის განმავლობაში
2ხარშვისას წყალში 3 სუფრის კოვზი ბალზამირებული ძმარი ჩაუმატეთ
3კვერცხები გარეცხეთ რბილი ღრუბლით და საპნით, შემდეგ დაალაგეთ პირსახოცზე და გააშრეთ
4კვერცხის მოსახატად დაგვჭირდება კაპრონის წინდა, ძაფი, მწვანილი, სხვადასხვა ფორმის ფოთლები და ყვავილები
5კვერცხს დავადოთ ფოთოლი
6გადავაკრათ კომპოზიციას კაპრონი
7რამდენჯერმე დავატრიალოთ და ძაფის დახმარებით შევკრათ
8ზედმეტი კაპრონი მოვაჭრათ
9კვერცხები მზად არის შესაღებად
10კვერცხები ჩააწყვეთ მოხარშულ და გაციებულ ენდროიან წყალში, ხოლო მათი დასკდომის თავიდან ასაცილებლად 1 სუფრის კოვზი მარილი ჩაამატეთ
11როდესაც მოიხარშება ამოვალაგოთ
12კვანძი ფრთხილად გავჭრათ და მოვაცილოთ მწვანილი
13ზეთში დასველებული დოლბანდის ნაჭრის დახმარებით კვერცხებს მცენარეული ზეთი წაუსვით ბზინვარებისთვის
14ZIVAVA.GE ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!
Facebook კომენტარები