ხშირი სელფები – სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ნიშანია!

რას გვანიშნებს ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე ბევრის თქმა შეუძლია.
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს არ ჩამორჩენილიყვნენ დროის სულისკვეთებას და ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგებიც საინტერესო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სოციალურ ქსელში გვერდი აქვს გახსნილი (ანუ ფაქტიურად ყველასთვის). მათ აღმოაჩინეს, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლის პოსტები მის სექსუალურ ცხოვრებაზე მეტყველებს.
რა თქმა უნდა, თუ პოსტი გვაუწყებს „დიდი ხანია სექსი არ მქონია!“, მეცნიერთა აზრის გარეშეც გასაგებია ყველაფერი. მაგრამ, რა დასამალია, რომ არც თუ ისე ბევრი ადამიანი ახდენს სოციალურ ქსლებში საქმის ნამდვილი ვითარების, მათ შორის კი სექსუალური მდგომარეობის, დემონსტრირებას. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს მეცნიერებმა გაერკვიათ, სინამდვილეში რა იმალება სიღრმისეულ ციტატებსა და კნუტების სურათებს მიღმა.
ღირსეული პატივი მივაგოთ მკვლევარებს: მათ ტიტანური შრომა გაწიეს. პირველ რიგში, მათ 223 ათასი მომხმარებლის სოციალური ქსელის ანალიზი ჩაატარეს, შემდეგ კი გაანალიზეს მათი სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შემცველი ანკეტები, სადაც მათ შეკითხვებზე იმდენად პატიოსნად უპასუხეს, რამდენადაც ადამიანური ბუნება ამის საშუალებას აძლევდა. შემდეგ მეცნიერებმა მიღებული მონაცემები შეადარეს…
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმეტესობა (ქალების 82% და მამაკაცების 60%), რომელთაც სოციალურ ქსელში საკუთარი სელფის გამოქვეყნება უყვართ, უკმაყოფილონი არიან საკუთარი სექსუალური ცხოვრებით. გამოდის, რომ ყველა მშვენიერ ქალბატონს, რომლებიც მეგობრებში გყავთ და რომლებიც დღეში ათობით სელფის აქვეყნებენ, პირად ცხოვრებაში არც თუ ისე უღრუბლოდ აქვთ საქმე. მაგრამ!!! არ გირჩევთ მისწეროთ მათ კომენტარებში: „მე შენს შესახებ ყველაფერი ვიცი…“
მომხმარებლები, რომლებიც პეიზაჟებს განათავსებენ, პირიქით, კმაყოფილნი არიან საკუთარი სექსუალური ცხოვრებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ის არ აქვთ, მათ არ ადარდებთ მიწყნარება ინტიმურ სფეროში, ისინი ისედაც კარგად გრძნობენ თავს (შესაშურია!).
ბრძენი ციტატების მოყვარულებს სექსში ექსპერიმენტების ეშინიათ და უპირატესობას ანიჭებენ სექსში მაქსიმალურად სწრაფ და მამა-პაპურ ვარიანტს.
მათ, ვისაც უყვარს საყვარელი კნუტების, ბუების და ლეკვების ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება, არა მხოლოდ აქტიურები, არამედ ჰიპერაქტიურები არიან. ისინი, როგორც წესი, ერთი პარტნიორით აღარ კმაყოფილდებიან და მუდმივად მძაფრი შეგრძნებების ძიებაში არიან.
ადამიანები, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით საკუთარი შვილების წარმატებებსა და მიღწევებზე ყვებიან, სექსს, როგორც ფიზიკურ ვარჯიშს ისე აღიქვამენ: ზოგჯერ არც გინდა, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღარ იყოს თქვენთვის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ სასარგებლოა და სხვა თვალით მაინც დაგანახებთ საკუთარ მეგობრებს სოციალურ ქსელში. ასევე დარწმუნებულნი ვართ, ალბათ, შემდგომში თავს შეიკავებთ საკუთარ გვერდზე ბრძნული ციტატების გამოქვეყნებისგან.

 

Facebook კომენტარები