როგორ შევქმნათ საკუთარი ხელის ასლი: „ზედმეტი ხელი“ ყოველთვის გამოგადგებათ

თუ თქვენ სტომატოლოგიასთან რაიმე შეხება გაქვთ, ალბათ გსმენიათ ალგინატის შესახებ. სტომატოლოგი ზუსტი შაბლონის შესაქმნელად იყენებს ვარდისფერ, რეზინოვან ნივთიერებას, რომელსაც ალგინატს უწოდებენ.
თუმცა ალგინატი ასევე შეიძლება გამოიყენოთ, როგორც შესანიშნავი მასალა სამახსოვრო საჩუქრის დასამზადებლად. გთავაზობთ ერთ შესანიშნავ იდეას. ზოგჯერ ხომ გაგჩენიათ სურვილი, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ზედმეტი ხელი დაგხმარებოდათ? მაშინ ალგინატი თქვენთვის მისწრება იქნება, რადგან შეძლებთ გამოძერწოთ ნებისმიერი ფორმისა და რაოდენობის ხელი, როგორც თქვენ მოისურვებთ.

1ამისთვის დაგჭირდებათ დოქი, საზომი ფინჯნები, ხის კოვზი, პლასტმასის დიდი კონტეინერი, წყალი, თაბაშირი, დანა და, რა თქმა უნდა, ალგინატი. ალგინატი იყიდება ვარდისფერი ფხვნილის სახით.

ამისთვის დაგჭირდებათ დოქი, საზომი ფინჯნები, ხის კოვზი, პლასტმასის დიდი კონტეინერი, წყალი, თაბაშირი, დანა და, რა თქმა უნდა, ალგინატი. ალგინატი იყიდება ვარდისფერი ფხვნილის სახით.

2მას შემდეგ რაც აურევთ ალგინატში წყალს (უნდა გამოგივიდეთ ცომის მაგვარი საკმაოდ სქელი მასა), მასაში ხელები მოათავსეთ სასურველი ფორმის შაბლონის მისაღებად. ალგინატი საკმაოდ ელასტიურია, თავისუფლად შორდება ხელებს და აქვს სასიამოვნო სუნი.

მას შემდეგ რაც აურევთ ალგინატში წყალს (უნდა გამოგივიდეთ ცომის მაგვარი საკმაოდ სქელი მასა), მასაში ხელები მოათავსეთ სასურველი ფორმის შაბლონის მისაღებად. ალგინატი საკმაოდ ელასტიურია, თავისუფლად შორდება ხელებს და აქვს სასიამოვნო სუნი.

3შემდეგ კი ჩაასხით თაბაშირი.

შემდეგ კი ჩაასხით თაბაშირი.

4დარწმუნდით, რომ თაბაშირმა ამოავსოს მთელი სიცარიელე. დატოვეთ თაბაშირი და ალგინატი 3-4 საათის განმავლობაში.

დარწმუნდით, რომ თაბაშირმა ამოავსოს მთელი სიცარიელე. დატოვეთ თაბაშირი და ალგინატი 3-4 საათის განმავლობაში.

5შემდეგ აიღეთ დანა და დაიწყეთ ალგინატის მოშორება იმისთვის, რომ ამოვიღოთ ნაძერწი ხელი.

შემდეგ აიღეთ დანა და დაიწყეთ ალგინატის მოშორება იმისთვის, რომ ამოვიღოთ ნაძერწი ხელი.

6მზა ნამუშევარს შეგიძლიათ მიამაგროთ საკიდები.

მზა ნამუშევარს შეგიძლიათ მიამაგროთ საკიდები.

7და შეურჩიოთ კარგი ადგილი კედელზე დასაკიდად.

და შეურჩიოთ კარგი ადგილი კედელზე დასაკიდად.

8დანიშნულების პოვნა უკვე თქვენთვის მიგვინდია. შეგიძლიათ მიუჩინოთ მას სამკაულების საკიდის ფუნქცია ან უბრალოდ გამოიყენოთ როგორც დეკორაცია.

დანიშნულების პოვნა უკვე თქვენთვის მიგვინდია. შეგიძლიათ მიუჩინოთ მას სამკაულების საკიდის ფუნქცია ან უბრალოდ გამოიყენოთ როგორც დეკორაცია.

 

Facebook კომენტარები