ასეთი სახლი არასდროს გინახავთ, ის ბუნებასთან საოცარ ჰარმონიაშია…

ეს საცხოვრებელი არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე გინახავთ. მთელი დიზაინი ბუნების გარშემოა კონცენტრირებული – მას უზარმაზარი ხე აქვს კაფსულში მოთავსებული.
ოთხსართულიანი დიზაინის იდეა „ხე სახლში“, რომელიც შექმნა ყაზახმა არქიტექტორმა, აიბეკ ალმასოვმა, პირველად 2013 წელს დაიბადა. სამწუხაროდ, მისმა თავდაპირველმა ინვესტორებმა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რის გამოც პროექტი დაფინანსების გარეშე დარჩა. როგორც ალმასოვი აცხადებს, შუშისა და მზის ბატარეის პანელის ერთ-ერთმა მწარმოებელმა გამოხატა პროექტის განხორციელების ინტერესი.

1ოთხსართულიანი სახლი მოთავსებული იქნება ბუნებაში, ბორცვიან ადგილზე, მოუსვენარი ქალაქური ცხოვრების სტრეს-ფაქტორებისგან მოშორებით

2მთელი ნაგებობა გამორჩეული იქნება ლანდშაფტის 360-გრადუსიანი ხედებით

3სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი სივრციდან გადაიშლება საოცარი ხედები

4სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ხვეული კიბით

5„ჩვენ გვსურდა თანამედროვე სამრეწველო დიზაინის შესაძლებლობების გაერთიანება ბუნებრივი ლანდშაფტის სიმდიდრესა და სილამაზესთან“, – განაცხადა ალმასოვმა ინტერვიუში

6„რაც მთავარია, ის ზიანს არ აყენებს გარემოს“, – განაცხადა მან

7„ეს არის ჩახუთული ბეტონის ყუთებიდან გაქცევისა და ბუნებასთან შერწყმის შეგრძნების საშუალება“

 

Facebook კომენტარები