გამოფენაზე ბავშვმა შემთხვევით $15.000 ღირებულების სკულპტურა ჩამოანგრია

გამოფენები ყოველთვის ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით, ინტერაქტიული გამოფენები. მაგრამ ერთმა ბავშვმა ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა და „ლეგოს” გამოფენაზე ნინგბოში (ჩინეთი), შემთხვევით, $15.000 ღირებულების სკულპტურა ჩამოანგრია. ეს იყო ანიმაციური ფილმი „ზოოტოპიას” (Zootopia) პერსონაჟის, ადამიანის ზომის მელიის, ნიკ უაილდის ფიგურა.
მხატვარმა, სახელად ჟაომ, სამი გრძელი დღე და ღამე მოანდომა დისნეის პერსონაჟის ნაწილების გულდასმით აწყობას „ლეგოს” ათასობით დეტალისგან. პატარა ბავშვს კი მხოლოდ წამები დასჭირდა მის დასანგრევად, როდესაც მან შემთხვევით გადააყირავა ფიგურა სავაჭრო ცენტრში გამოფენის გახსნიდან სულ რაღაც ერთ საათში. ის გაძვრა უსაფრთხოების თოკების ქვეშ, რათა ახლოდან შეეხედა ნამუშევრისთვის და როგორც ჩანს, ზედმეტად ახლოს მივიდა!
მისმა მშობლებმა კომპენსაცია შესთავაზეს ჟაოს, მაგრამ მხატვარმა უარი განაცხადა და ინციდენტი შემთხვევითობად აღიარა. ბოლოს და ბოლოს, რომელ ბავშვს არ მოუნდებოდა ამ რაოდენობის „ლეგოთი“ თამაში?

მხატვარმა ჟაომ 3 გრძელი დღე გაატარა „ზოოტოპიის“ პერსონაჟის უზარმაზარი ლეგოს სკულპტურაზე მუშაობაში
kid_destroys_man_sized_lego_statue_zootopia_zhao_1

 

რატომ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია ქანდაკების გარშემო გაჭიმულმა დამცავმა თოკმა?
kid_destroys_man_sized_lego_statue_zootopia_zhao_2

 

გამოფენის გახსნიდან ერთ საათში სკულპტურა ასე გამოიყურებოდა
kid_destroys_man_sized_lego_statue_zootopia_zhao_3

Facebook კომენტარები