ერთხელ პატარა თომას ედისონი სკოლიდან სახლში დაბრუნდა და დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. თვალცრემლიანმა დედამ შვილს წერილი ხმამაღლა წაუკითხა: „თქვენი ვაჟი გენიოსია. ჩვენი სკოლა ძალიან პატარაა, და ჩვენ არ გვყავს ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ რაიმე ასწავლონ მას. ამიტომ გირჩევთ თავად ამეცადინოთ სახლში“.
დედის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ (იმ დროისთვის ედისონი უკვე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებელი გახლდათ), თომასი ოჯახის ძველ არქივს ათვალიერებდა და შემთხვევით სწორედ ამ წერილს წააწყდა. მან გახსნა წერილი და წაიკითხა: „თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ ვერ ვასწავლით მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გირჩევთ თავად ამეცადინოთ სახლში“.
ედისონი რამდენიმე საათის განმავლობაში გულამომჯდარი ქვითინებდა. შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩანაწერი გააკეთა: „თომას ალვა ედისონი გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი იყო. მაგრამ გმირი დედის წყალობით იგი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი გახდა“.
გიყვარდეთ საკუთარი დედები!
Facebook კომენტარები