ექიმმა ჩვილის სურათი შემთხვევით ინტერნეტში ნახა და ერთი კომენტარით სიცოცხლე გადაურჩინა

მამამ ჩვილ გოგონას სურათი გადაუღო მისი პირველი აბაზანის შემდეგ. ის აღფრთოვანებული იყო გოგონას სახის გამომეტყველებით. ამიტომ მან იფიქრა, რომ ეს ძალიან საყვარელი და სასაცილო სურათია და ატვირთა ინტერნეტში. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მისი პატარას სიცოცხლეს გადაარჩენდა.
babys_photo_doctor
ბევრს ეს სურათი ძალიან მოეწონა და წერდნენ, რომ პატარა ძალიან საყვარელი იყო. წერდნენ სასაცილო კომენტარებსაც, მაგალითად: „მაგარია! რომ გაიზრდება ის აგიჯანყდება და უფულო ტიპს გაჰყვება ცოლად, რომელსაც ტატუები არ აქვს“.
მაგრამ ყველაზე ყურადსაღები კომენტარი დაწერა უცნობმა პედიატრმა, რამაც შემდეგ ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა: „მისი თვალები ცოტათი ყვითელია? მე ასე ვხედავ, მაგრამ რთულია ვთქვა, რადგან მთლიანი სურათიც ცოტათი ყვითელია. ალბათ არაფერია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ჩვილების სიყვითლის სიმპტომი. თუ მისი კანი მართლაც ყვითლად გამოიყურება, მაშინ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ…“
მამამ ექიმის რჩევა გაითვალისწინა და შვილი ექიმთან წაიყვანა. აღმოჩნდა, რომ უცნობი პედიატრი მართალი იყო. ჩვილს მართლაც აღმოაჩნდა სიყვითლის სიმპტომები და მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ხშირია ახალშობილ ბავშვებში, უყურადღებობის შემთხვევაში ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიღოს.
ასე რომ, ამ შესანიშნავი დამთხვევების ჯაჭვმა ბავშვი სერიოზულ საფრთხეს გადაარჩინა. ეს ნამდვილად ბედია.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები