გიტარის მაესტრომ მსმენელები ქუჩაში ვირტუოზული დაკვრის სტილით მოაჯადოვა

ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისას ხშირად შეხვდებით მუსიკოსებს, განსაკუთრებით კი გიტარისტებს, რომლებიც ქუჩაში უკრავენ.
ჩილეში, ქალაქ კანეტეს მოედანზე აღმოჩენილი ეს მუსიკოსი გაგაოცებთ ხელების სწრაფი მოძრაობით. როგორც იტყვიან, ეს მუსიკოსი ათი თავით მაღლა დგას დანარჩენებზე: ის უბრალოდ კი არ უკრავს გიტარაზე, არამედ ნამდვილი გიტარის მაესტროა, საოცარი რიფებით და დაკვრის ტექნიკით.
თუ ოდესმე ეწვევით ამ ადგილს და მას იხილავთ, კარგად დაგეგმეთ თქვენი გრაფიკი, რადგან ვერც თვალს მოწყვეტთ და ვერც ყურს ამ სპექტაკლს.

 

Facebook კომენტარები