წარმატებული ადამიანების შაბათ-კვირის 12 ჩვევა

ოდესმე გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ შაბათ-კვირას წარმატებული ადამიანები? გაგიკვირდებათ, მაგრამ… იგივეს, რასაც სხვა ჩვეულ დღეებში. როგორც არისტოტელემ თქვა: „ჩვენ ვართ ის, რასაც გამუდმებით ვაკეთებთ. სრულყოფილება არ არის ქმედება, ის არის ჩვევა“.
გთავაზობთ რეცეპტს იმათგან, ვინც წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში. მაშასადამე წარმატებული ადამიანების 12 ჩვევა.

1რობერტ იგერი: „დილით ადრე ადექი“

სტუდია დისნეის (Disney) აღმასრულებელი დირექტორი არ არის ერთადერთი, ვინც ყოველ დილით 4:30 საათზე იღვიძებს. წარმატებული ადამიანები კვირაობით საწოლში 2 საათამდე არ ნებივრობენ. ჩატარებული კვლევების თანახმად ადამიანის ტვინი ყველაზე უკეთ გაღვიძებიდან 4 საათის განმავლობაში მუშაობს. ადექით დილით ადრე და თქვენ დიდი უპირატესობით ისარგებლებთ სხვებთან შედარებით.

2ბენჟამინ ფრანკლინი: „დაგეგმე“

ის საკუთარ თავს ყოველ დილით ეკითხებოდა: „რა სიკეთის გაკეთება შემიძლია დღეს?“. წარმატებულმა ადამიანებმა იციან ყოველდღიური მიზნების აუცილებლობა – შაბათ-კვირა გამონაკლისი არ არის. უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე ხაზგასმით აღნიშნავდა, რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარ შედგენილი გეგმის მიდევნება. გინდათ დაისვენოთ? ესეც გეგმის ერთერთი პუნქტი უნდა გახდეს.

3ტიმოთი ფერისი: „ნუ დაისახავთ უამრავ მიზანს“

მწერალი ტიმოთი ფერისი შრომის ნაყოფიერების განსახიერებაა. მისი წიგნი „4-საათიანი სამუშაო დღე“ ბესტსელერად იქცა. ადამიანთა უმრავლესობის შეცდომას წარმოადგენს დღეში ამოცანების მაქსიმუმის დასახვა. ფერისის აზრით ეს ყველაზე მეტად ამცირებს პროდუქტიულობას და გვირჩევს დღეში ერთი, მაქსიმუმ ორი მიზნის ან ამოცანის დასახვას.
წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ ეს ყველაზე მეტად ამცირებს პროდუქტიულობას და შედეგიანობას. ფერისი გვირჩევს დღეში ერთი, მაქსიმუმ ორი მიზნის ან ამოცანის დასახვას.

4ანა ვინტოური: „იყავით აქტიურები“

ჟურნალ ვოგის (Vogue) რედაქტორი დღეში ერთ საათს ტენისის თამაშს უთმობს. ამ მისწრაფებაში ის არ არის ერთადერთი. მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი სერფინგს უთმობს თავის დროს, ხოლო ინდოეთის ერთერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მარათონებში ღებულობს მონაწილეობას. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ გონებრივ აქტივობასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობაც.

5სტივ ჯობსი: „პრიორიტეტი მიანიჭეთ იმას, რაც მნიშვნელოვანია“

„საგნებმა არ უნდა შეცვალონ სამყარო იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გახდნენ“. შაბათ-კვირას უნდა შეახსენოთ თავს დავიწყებული წვრილმანები, რომ შეინარჩუნოთ ჰარმონია სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. მეგობრებთან, შვილებთან ან მშობლებთან დროის გატარებამ შესაძლოა ვერ გაზარდოს დღის შემოსავალი, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე არ იქნება. აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტიც კი აუცილებლად გამოყოფს დროს იმისათვის, რომ ოჯახთან ერთად ივახშმოს.
კომპანია ეფლის (Apple) დამფუძნებელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ადამიანებთან ურთიერთობას.

6უორენ ბაფეტი: „დაუთმე დრო ჰობის“

ის ითვლება მე-20 საუკუნის ყველაზე წარმატებულ ინვესტორად, ამასთანავე მას რჩება „თავისუფალი“ დრო იმისათვის, რომ დაუკრას ჰავაურ გიტარაზე. წარმატებული ადამიანები ხშირად არაორდინარულები არიან, და ჰობიც არასტანდარტული იტაცებთ. რა თქმა უნდა, შაბათობით გოლფის თამაში შესაძლოა შესანიშნავი იყოს ბიზნეს კავშირების დასამყარებლად, მაგრამ თუ შენ პირადი გატაცებები გირჩევნია, როგორც მერილ სტრიპს ქსოვა, ან ჯორჯ ბუშს ხატვა – რატომაც არა? ჰობი ანვითარებს ჩვენს კრეატიულობას და ამცირებს სტრესის უარყოფით გავლენას.

7ოპრა უინფრი: „ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე“

ჟურნალ ფორბსის (Forbes) აზრით, ის 2013 წლის ყველაზე ძლიერი პიროვნებაა. ის გვირჩევს დღეში ორჯერ 20 წუთი დაუთმოთ სიჩუმეს. იოგების ეს უძველესი საიდუმლო ნამდვილი აღმოჩენა გახდა თანამედროვე საზოგადოებისთვის. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადამიანები მედიტაციას აღიარებენ, როგორც აუცილებელ და მნიშვნელოვან კომპონენტს შრომის ნაყოფიერების ამაღლებისა და სტრესის მოხსნისათვის.
დასვენების დღეები სამუშაო დეებთან შედარებით, შეიძლება არანაკლებ დატვირთული იყოს სპორტული ვარჯიშით, მოვალეობებით ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობლების წინაშე. ყველაზე წარმატებული ადამიანები ყოველ დღე, მათ შორის დასვენების დღეებში, გამოყოფენ დროს სიმშვიდეში და სიჩუმეში ყოფნისათვის. და ამას ისინი არ უწოდებენ მედიტაციის „პრაქტიკას“, ეს მათთვის ჩვევად არის ქცეული.

8რენდი ცუკერბერგი: „ისიამოვნე“

ჩვენ ყველანი ვაკეთებთ ამას – სოციალურ ქსელებში თვალში საცემ პოსტებს ვდებთ, შემდეგ მოუთმენლად ველოდებით დადებით კომენტარებს და ლაიქებს, ვაკვირდებით – „აბა, სხვებმა რა დაწერეს?“ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საუკუნეში, რომლის დაავადებად იქცა შიში სახელწოდებით – „რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს!“
ცუკერბერგ მედიას (Zuckerberg Media) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი (შეთავსებით Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის და) გვირჩევს ამ ფორმულის შეპირისპირებას – „სიამოვნება იმისგან, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვე!“. გამუდმებით გაიმეორე შენთვის „მე ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და სწორედ იმას ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე“. გაითავისუფლე გონება – კარგი უიკენდის საწინდარი სწორედ ესაა.

9ბილ გეიტსი: „გამონახეთ დრო ფიქრებისთვის“

კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft) დამფუძნებლის თქმით: „კარგია წარმატება იზეიმო, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია შეცდომებიდან სასარგებლო გაკვეთილის გამოტანა“. დასვენების დღეებს ის გასული კვირის ანალიზს უთმობს. ეს მას საშუალებას აძლევს არ გაიმეოროს ერთხელ უკვე დაშვებული შეცდომა. გამოყავით შაბათი ან კვირა იმისათვის, რომ მთელი კვირის ანალიზის ჩანაწერი გააკეთოთ!

10რიჩარდ ბრენსონი: „გაეცი“

„გასაოცარია როგორ იცვლება ცხოვრებისეული შეხედულებები ყველა სხვა სფეროს მიმართ, როდესაც ყურადღებას ჯანმრთელობის, სიღარიბის და მსოფლიო კლიმატის პრობლემებზე ამახვილებ“, – ამბობს ვირჯინ ჯგუფის (Virgin Group) დამფუძნებლი, ბიზნეს მაგნატი, ინვესტორი და ფილანტროპი.
წარმატებული ადამიანები ხშირად იყენებენ ანა ფრანკის სიტყვებს: „გაეცი სხვებს – ამითი ჯერ არავინ გაღარიბებულა“. ტომ კორლი ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა მდიდარი ადამიანების ქცევას და გამოავლინა, რომ მდიდარი და წარმატებული ადამიანების 73% თვეში არანაკლებ 5 საათს ვოლონტიორობას უთმობს. ისე არაფერი მოგიხსნით სტრესს, როგორც იმათი დახმარება, ვისაც თქვენზე ნაკლებად გაუმართლა. დასვენების დღეები კი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ ჩაერთოთ ვოლონტიორთა საზოგადოებრივ ღონისძიებებში.

11ჯეკ დორსი: „მოემზადეთ შემდეგი კვირისთვის“

Twitter-ის და Square-ის დამფუძნებელი ცნობილია იმით, რომ მუშაობს დღეში 16 საათს, მაგრამ ამბობს: „შაბათს მე აუცილებლად ვისვენებ. მე ვსეირნობ. კვირას კი ფიქრებს მივეცემი, ვადგენ სტრატეგიას და შემდეგი კვირისთვის ვემზადები“. მწერალი ლორა ვანდერკამი ამბობს, რომ წარმატებულმა ადამიანებმა იციან – დასვენების დღეები პროფესიული წარმატების საიდუმლო იარაღია.

12ჯეი ზი: „ხელი პულსზე გეჭიროს“

მან მუსიკის საკუთარი იმპერია შექმნა. ცნობილია, როგორც რეპ-მუსიკოსი და მეწარმე. მისი წარმატების საიდუმლო მისივე სიმღერის სიტყვებშია: „შენ შეგიძლია მოინდომო წარმატება ყველაფერზე მეტად, მაგრამ თუ გინდა რომ მიაღწიო მას, არასოდეს ეჭვი შეგეპაროს ამაში. არ შეიძლება დასახულ კურსს აუხვიო. არ უნდა ჩაგეძინოს. ერთი თვალი ყოველთვის ფხიზელი უნდა იყოს“.
ის ვერ გახდებოდა 520 მილიონის მფლობელი, რომ ემუშავა მხოლოდ 5 დღე კვირაში. თუ ნამდვილად გინდა გაატაროთ დასვენების დღეები მდიდრულ იახტაზე, კარიბის კუნძულებზე, ბეიონსესთან ერთად, ეს მხოლოდ მოუსვენარი შრომის შედეგად არის შესაძლებელი!

 

Facebook კომენტარები