კეროლ ლევანდოვსკი და ალექსანდრა სლუსარჩუკი ახალგაზრდა ბლოგერები არიან პოლონეთიდან. მათ არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ემოგზაურათ და ენახათ მსოფლიო. თუმცა იყო დიდი სურვილი… ამიტომ იყიდეს ძველი ფურგონი 600 დოლარად, მოხატეს, მოიმარაგეს საჭირო ნივთები, საკვები და გზას გაუდგნენ.
6 წლის განმავლობაში მათ 150,000 კილომეტრზე მეტი გაიარეს, ნახეს 5 კონტინენტი, 50 ქვეყანა.
ძირითადად ფულს ბენზინში ხარჯავდნენ. ბევრი ადამიანი, ვინც მათ თან ემგზავრებოდა, საწვავისთვის განკუთვნილ თანხას უზიარებდა. ისინი ნელა მგზავრობდნენ და ერთ ადგილას დიდხანს ჩერდებოდნენ. ეს საწვავის დაზოგვაში ეხმარებოდათ.
ბევრი ღია ბარათს უკვეთავდა და მათი მოგზაურობიდან ლამაზი ადგილის სურათის მიღების სანაცვლოდ ფულს უგზავნიდა. არ იხდიდნენ საცხოვრებლისთვის ფულს, რადგან ეძინათ ფურგონში, კარავში, პლაჟზე, კლდეებზე და გამოქვაბულებში. ხანდახან კი კეთილი ადამიანები საკუთარ სახლშიც პატიჟებდნენ. ყიდულობდნენ იაფ პროდუქტს და შემდეგ თავად ამზადებდნენ საჭმელს. ეს ძალიან ეკონომიურია.
მანქანის შეკეთებაც კი ისწავლეს იმ ადამიანებისგან, ვინც ეხმარებოდათ და უკეთებდა უფასოდ, როცა მათ ისტორიას აღფრთოვანებით ისმენდნენ.
მათ ჰყავდათ სპონსორები იმ შემთხვევაში, თუ დიდი თანხა სჭირდებოდათ. მაგალითად, ერთხელ კომპანიამ, ფურგონზე რეკლამის სანაცვლოდ, დაუფინანსა გემით გადაყვანა ავსტრალიიდან აშშ-მდე. ფურგონზე ნახავთ სხვადასხვა კომპანიის ლოგოებს.
მათი ბლოგი ყველაზე პოპულარულია პოლონეთში. „ჩვენ უკვე ორი წიგნი დავწერეთ მოგზაურობის შესახებ. ასე რომ შემოსავალი გვაქვს და ამისთვის მხოლოდ ლეპტოპი და ინტერნეტი გვჭირდება”.
იხილეთ სურათები მათი მოგზაურობიდან.
1ლეგენდად ქცეული ფურგონი
2სიმღერით გადალახული დაბრკოლებები მათი ცხოვრების ნაწილია
3თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს
4მოგზაურობას თან ახლავს უცნაური, მაგრამ ლამაზი სურათები
5ნახავთ გრანდ კანიონის ულამაზეს მთებს
6აყვავებული მინდვრების სილამაზემ შეიძლება კარგა ხნით დაგავიწყოთ ყველაფერი
7ჰიგიენა ყველგან მნიშვნელოვანია
8თქვენ შეიგრძნობთ ბუნების საოცარ ფერებს
9და გადალახავთ სიმაღლის შიშს
10ეს გარდაუვალია
11უკეთესად გაიცნობთ პარტნიორს
12ცხოველები კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ
13განსაკუთრებით მაშინ, როცა უდაბნოს გადაგატარებთ
14ნახავთ სახლს, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით
15გაიცნობთ ახალ ადამიანებს
16ეწვევით საოცარ ადგილებს
17გემრიელად ივახშმებთ რომანტიკულ გარემოში
18ახალ წელს კი განსაკუთრებულად შეხვდებით
19გაატარებთ ბევრ დროს ბუნებაში: დაიძინებთ პლაჟზე, კლდეებზე და მთებში
20სადილსაც ბუნებაში გაამზადებთ და მიირთმევთ
21მანქანის შეკეთებასაც ისწავლით
22გაეცნობით ველური ბუნების მრავალფეროვან სამყაროს
23აღმოჩნდებით კურიოზულ სიტუაციებში
24ეწვევით ოკეანის ულამაზეს სანაპიროს
25იმოგზაურებთ უდაბნოში
26იხილავთ მთების ულამაზეს მწვერვალებს
27იგრძნობთ თავს ბედნიერად
28და მიხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია
მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გაუზიარეთ მეგობრს!
Facebook კომენტარები