10 ადგილი დედამიწაზე, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

შორეულ ქვეყანაში ცხოვრების ოცნება ბევრს იზიდავს, მაგრამ არც ისე ადვილია დედამიწის სხვა წერტილში გამგზავრება, თუ ამისთვის ბანალური მიზეზი არსებობს – თანხების უკმარისობა. რას იფიქრებთ, თუ გეტყვით, რომ მსოფლიოში არსებობს ისეთი კუთხეები, სადაც იქ ცხოვრების მსურველებს თანხას გადაუხდიან? თურმე, ასეთი რამ შესაძლებელია.
ZIVAVA გთავაზობთ შეაჩეროთ თქვენი ყურადღება ქვეყნების შესანიშნავ ათეულზე, სადაც გადმოსახლებისთვის ფულს გთავაზობენ.

1. ნიაგარის ჩანჩქერი, აშშ

places_that_pay_you_to_live_there_1

 

კრედიტის დაფარვა: $7 000-მდე
ნიაგარის ჩანჩქერი ცდილობს მოიზიდოს ახლგაზრდა მოსახლეობა. ნიაგარას საზოგადოების განვითარების პროგრამა შეზღუდული რაოდენობის სტუდენტებს, რომლებსაც კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლები ახალი დამთავრებული აქვთ, სთავაზობს სტუდენტური კრედიტის დაფარვას $7000-მდე ოდენობით. Live NF პროგრამის მეშვეობით ქალაქი მიისწრაფვის, აქციოს თავისი ცენტრი უფრო მიმზიდველ ადგილად ახალგაზრდა და ნიჭიერი სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აქ ცხოვრება და მუშაობა სურთ.

 

2. მანიტობა, პროვინცია კანადაში

places_that_pay_you_to_live_there_2

 

მიწის ნაკვეთი: $8
გრანტი მშენებლობისა და ბიზნესისთვის: $24 900
სოფლის მუნიციპალიტეტი, პაიპსტოუნი (მანიტობა) გთავაზობთ მიწის ნაკვეთებს რესტონში, პაიპსტოუნში და სინკლერში მხოლოდ $8-ის სანაცვლოდ. ასევე იძლევა გრანტს $24900-ის ოდენობით, მშენებლობისა და ბიზნესისთვის. შესაძლებელია მიწის ღირებულებაზე სოლიდური ფასდაკლების მიღებაც, იმ პირობით, თუ განაშენიანება ერთი წლის განმავლობაში მოხდება. ინიციატორების თქმით, შეღავათი არ ითვალისწინებს „მუდმივად ცხოვრების აუცილებლობასა და რაიმე სახის ვიზას“. პოტენციურმა მაცხოვრებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიწების უმეტესობა განლაგებულია ნავთობ-ნაკვეთის სიახლოვეს, მანიტობას სამხრეთ-დასავლეთით, კანადის პრერიაში. სხვათა შორის, პაიპსტოუნიდან ვინიპეგამდე მატარებლით 3,5 საათის სავალი გზაა.

 

3. შან-დიუ-ბულ, საფრანგეთი

places_that_pay_you_to_live_there_3

 

მიწის ნაკვეთი: 1 კვ.მ ფასი – €1
პატარა კომუნაში, ნორმანდიაში, ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს (დაახლოებით 380). აქაური ახალგაზრდები მასიურად მიდიან სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, სამსახურის პოვნის მიზნით. ამის გამო, მერმა, პატრიკ მადლენმა, მიიღო გადაწყვეტილება გადაერჩინა თავისი მოსახლეობა და გასაყიდად გამოიტანა მიწის ფართობები 900-დან 1000 კვ.მ-მდე, რომელთა 1 კვ.მ ფასი €1 შეადგენს. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ სოფელ შან-დიუ-ბულმა მიწის ყიდვის მსურველთა 300-ზე მეტი შეთავაზება მიიღო. როდესაც სოფელ კონფლან-სიურ-ანის (560 მოსახლე) ხელისუფლებამ დაინახა ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა, ისინიც ანალოგიურად მოიქცნენ და მათაც გაუმართლათ, გამოჩნდა ბევრი ახალი მეპატრონე. გაყიდვის პირობებია: სახლის აშენება 1 წლის განმავლობაში.

 

4. ნიუ-ჰეივენი, აშშ

places_that_pay_you_to_live_there_4

 

მხარდაჭერის სამი პროგრამა: $80 000-მდე
ქალაქ ნიუ-ჰეივენის ხელისუფლება, კონექტიკუტში, აქ გადმოსახლების მსურველებს სთავაზობს $80000 ოდენობით კომპლექსურ დახმარებას. დახმარება გაიცემა სუბსიდიების სახით, პროგრამების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სახლის აშენებას, მოწყობას ენერგოდამზოგავი ფუნქციებით და ა.შ. ეს ვარიანტი მკვეთრად განსხვავდება იმ ლოტებისგან, რომლებიც შემოთავაზებულია ცივილიზაციისგან დაშორებულ ადგილებში. აშშ-ს უძველეს ქალაქში განვითარებულია საიარაღო, ქიმიური, ნავთობის, ხელსაწყოთმშენებლობისა და საათების ინდუსტრია. სწორედ აქ მდებარეობს სახელგანთქმული იელის უნივერსიტეტი. ასეთი გულუხვი ბონუსი ყველას იზიდავს, ვისაც ოდესმე უოცნებია კარდინალურ ცვლილებებზე და ვისაც ადგილობრივი უმუშევრობის დონის (7%) არ ეშინია.

 

5. მისიმა, იაპონია

places_that_pay_you_to_live_there_5

 

ერთჯერადი თანხა: $4 530
გზის ხარჯი: $900
თვიური დახმარება: $760-დან
სოფელი მისიმა განლაგებულია კაგოსიმაში, სამ კუნძულზე, კუნძულ კიუსიუს სამხრეთ-დასავლეთით. აქ დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო იქამდე მისვლა ბორანით არის შესაძლებელი. ხალხის მოზიდვის პროგრამა ითვალისწინებს გზის ხარჯების კომპენსაციას ($900-მდე), ყოველთვიურ დახმარებას მარტოხელებს $760-ით, ხოლო დაოჯახებულებს $896-ით. თითოეულ ბავშვზე კი დამატებით ანაზღაურება არის გათვალისწინებული $90-ის ოდენობით. გამოიყოფა სამედიცინო დახმარება მშობიარობის დროს და დახმარება ბავშვების განათლებაზე. ასევე ყველა „ახალ“ მოსახლეზე განკუთვნილია ძროხა, მაგრამ მის ნაცვლად შესაძლებელია $4530-ის მიღება. სახლის იჯარა თვეში დაახლოებით $180 ჯდება. ცხოვრების უფლების მისაღები კრიტერიუმები შემდეგია: ასაკი – არაუმეტეს 55 წლისა, ადამიანი უნდა იყოს შრომისმოყვარე და პატივს სცემდეს ოჯახურ ფასეულობებს. სხვათა შორის, ხელისუფლებამ განსაკუთრებული პროექტი შექმნა, რომელიც ეხმარება მარტოხელებს პირადი ცხოვრების შექმნაში.

 

6. ბორმიდა, იტალია

places_that_pay_you_to_live_there_6

 

ერთჯერადი გადახდა: €2 000
საცხოვრებელი ფართის იჯარა: კვირაში €12-15
ლიგურიის მთიან რაიონში, სავონაში, განლაგებული თვალწარმტაცი სოფლის მერი €2000-ს დაჰპირდა ყველას, ვინც იქ ჩასვლას მოისურვებს. ახალ მაცხოვრებლებს შეუძლიათ იქირაონ საცხოვრებელი ფართი შეღავათიანი პირობებით: კვირაში სულ რაღაც €12-15. თუ თქვენ ამ ადგილებში ვირტუალურ ექსკურსიას მოაწყობთ, დატკბებით პროვინციული იტალიური იდილიით. აქ ცხოვრებისას შეგიძლიათ ხშირად ესტუმროთ ლიგურიის ზღვის ნაპირიებს, რომელიც განთქმულია სუფთა სანაპიროებით. აქედან ზღვისპირა ვარიგოტიმდე 28 კილომეტრია და 100 კილომეტრი – ზღაპრულ პორტოფინომდე! ლიგურიის აღმოსავლეთით განლაგებულია ხელნაკეთი ტერასებიანი ეროვნული პარკი „ჩინკვე-ტერე“, ხოლო რეგიონთან ძალიან ახლოს ფრანგული ნიცა მდებარეობს.

 

7. კაიტანგატა, ახალი ზელანდია

places_that_pay_you_to_live_there_7

 

გადაგიხდიან: $160 000
ამბობენ, რომ კაიტანგატაში ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი და დაბალფასიანი საცხოვრებელი ფართია. ხოლო, როდესაც გამოცემებში განაცხადეს, რომ ქალაქის ხელისუფლება „$160000-ს გადაუხდის იმას, ვინც იქ გადასახლებას ისურვებს“, მერის ოფისი მსურველების განცხადებებით გაივსო. ამის შემდეგ უტყუარი ინფორმაციაც გაჟღერდა: სოფლის თემი უახლოესი ქალაქი დანიდინისგან სამხრეთ-ჩრდილოეთისკენ 80 კილომეტრის მოშორებით არის განლაგებული. ხოლო საუბარია არა ექვსნიშნა თანხის გადახდაზე, არამედ მომგებიანი პაკეტის შემოთავაზებაზე – მიწის ნაკვეთი და სახლი $165000. ამასობაში უფრო მსხვილ რაიონში, კლუთხაში, 1000-ზე მეტი ვაკანსია არის: დაწყებული სოფლის მეურნეობით, დამთავრებული მშენებლობით. სანამ ერთი მიმართულებით რეისს შეუკვეთავთ, გაითვალისწინეთ რომ ფრენის დრო, ლონდონიდან დანიდინამდე, 30 საათს შეადგენს.

 

8. სასკაჩევანი, კანადა

places_that_pay_you_to_live_there_8

 

შეღავათები სტუდენტებისათვის: $3 000-დან $20 000-მდე
კანადის პროვინცია სასკაჩევანში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ანაზღაურება ფასიან სწავლებაში ($3000–$20000). ასეთი გადახდები ხელმისაწვდომია ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ რეგიონში უახლოესი 7-10 წლის განმავლობაში ცხოვრებას და მუშაობას გეგმავენ. კომპენსაციის თანხა დამოკიდებულია მიმართულებასა და სწავლის კურსზე. ყველაზე დიდი თანხის მიღება ბაკალავრებს შეუძლიათ.

 

9. ოტენშტეინი, გერმანია

places_that_pay_you_to_live_there_9

 

მიწის ნაკვეთები: €0
პატარა თემში, ქვედა საქსონიაში, დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, მაცხოვრებლების რაოდენობა თანდათან კლებულობს, რადგან ახალგაზრდებს ქალაქში ცხოვრება ურჩევნიათ. როდესაც დაწყებითი განათლების სკოლა დახურვის პირას აღმოჩნდა, თემის ბურგომისტრმა, მიიღო გადაწყვეტილება, მიწის საკმაოდ დიდი ნაკვეთები (შეფასდა €10000) უფასოდ დაერიგებინა ბავშვებიანი ოჯახებისთვის. პირობა მხოლოდ ერთია წამოყენებული: ახალი მეპატრონეები უნდა მოეწყონ ოტენშტეინში და 3 წლის განმავლობაში გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე სახლი ააშენონ.

 

10. კუნძული მატსაიკერი, ავსტრალია

places_that_pay_you_to_live_there_10

 

6 თვე კუნძულზე: უფასოდ
ალბათ, ნანახი გაქვთ ფილმი „სინათლე ოკეანეში“? მაშინ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აქაური ცხოვრების რომანტიული გარემო. არც ისე დიდი ხანია, ამაოებით დაღლილ ადმიანებს იმედი გაუჩნდათ. The Parks and Wildlife Service-მა განათავსა განაცხადება: „გთავაზობთ კუნძულზე 6 თვის გატარებას. რეალური თავგადასავალი, თვალწარმტაცი ბუნება და ავსტრალიის ყველაზე „სამხრეთული“ შუქურა!“ გამოხმაურებებს ელოდებოდნენ უზრუნველყოფილი, ჯანმრთელი ადამიანებისგან, რომლებსაც ცივილიზაციისგან შორს ცხოვრების უნარი გააჩნდათ“, ხოლო უპირატესობა – დაოჯახებულ და დამეგობრებულ წყვილებს ენიჭებოდათ. მომავალი მაცხოვრებლები დანიშნულების ადგილზე ვერტმფრენით მიჰყავთ, მათ საკვებითა და საცხოვრებელით უზრუნველყოფენ. ერთადერთი რაც მოითხოვება – შუქურის მოვლა, მეტეოშეჯამებების გაკეთება (სწავლა) და ტერიტორიის მოვლაა. სხვათა შორის, ეს ორგანიზაცია მუდმივად აქვეყნებს საინტერესო შემოთავაზებებს.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები