ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულო სუფრის ლამაზად და ორიგინალურად გაწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. გინდათ განსხვავებული და ლამაზი ნაძვის ხის გაკეთება, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს? ჩვენ მოგეხმარებით ასეთი ნაძვის ხის გაკეთებაში. ერთადერთი პრობლემა ის იქნება, რომ შესაძლოა ეს ნაძვის ხე სტუმრებმა შეჭამონ!
რომელს მოისურვებთ? ყველის ორიგინალურ ნაძვის ხეს პომიდორი ჩერის დამატებით, თუ მარწყვის დახვეწილ ნაძვის ხეს; კივისა და კიტრისგან, თუ ყურძნისა და ბროკოლისგან გაკეთებულ ნაძვის ხეს? ყველა მათგანის გაკეთება ძალიან მარტივია და ისინი აუცილებლად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას!
გთავაზობთ ძირითად რჩევებს, რომლებიც „გემრიელი“ ნაძვის ხის გაკეთების დროს უნდა გაითვალისწინოთ. ნაძვის ხის დასადგამის გასაკეთებლად გამოიყენეთ შუაში გაჭრილი ვაშლი, ვაშლის ნახევარზე დაამაგრეთ ხის წვრილი ჩხირი, რომელზეც შეგიძლიათ თხლად დაჭრილი ყველის, კიტრის, კივის, ლიმნის, ძეხვის, მწვანე წიწაკის ან სხვა პროდუქტის ჩამოცმა ნაძვის ხის ფორმით.
დასადგამი შეგიძლიათ ასევე დაამზადოთ ვაშლისგან და სტაფილოსგან. ამ შემთხვევაში ნაძვის ხე უფრო მყარი და უფრო დიდი ზომის გამოვა. ან შეგიძლიათ ნებისმიერი ზომის პენოპლასტის კონუსს ფოლგა შემოახვიოთ და მასზე დაამაგროთ სასურველი ხილი და ბოსტნეული კბილის ჩხირების დახმარებით. მიენდეთ ფანტაზიას და გააკეთეთ ნაძვის ხე საკუთარი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით!
1ფხალის ნაძვის ხე
2მანდარინის ნაძვის ხე
3ფორთოხლის ნაძვის ხე
4კიტრის ნაძვები
5კიტრის ნაძვის ხის მარტივი ვარიანტი
6ბროკოლის ნაძვის ხე
7ხილის ნაძვის ხე ვაშლისა და სტაფილოს სამაგრზე
8კივის ნაძვის ხე თეფშზე
9ბროკოლის ნაძვის ხე თეფშზე
10ამ ნაძვის ხისთვის ნებისმიერი თხლად დაჭრილი პროდუქტი გამოგადგებათ
11მწვანე ბულგარული წიწაკის ნაძვის ხე
12წითელი ნაძვის ხე, რომელიც აუცილებლად მოეწონება ცეცხლოვან მამალს
13ზეთისხილის მიქსი
14კიტრის, პომიდვრის და ბროკოლის საახალწლო კომპოზიცია
15უგემრიელესი ნაძვის ხე
16ყურძნისა და ყველის ნაძვის ხე
17ყურძნის, ჟოლოსა და მაყვლის ნაძვის ხე
18ქონდრით გაწყობილი შერეული პროდუქტების ნაძვის ხე
19ყველისა და პომიდორი ჩერის ნაძვის ხე
20ZIVAVA ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
Facebook კომენტარები