პატარა გოგონა პირველად დაინახავს თავის დედ-მამას მკაფიოდ და მისი რეაქცია შეუფასებელია

ცინცინატში მცხოვრებმა პატარა გოგონამ, პაიპერმა, ახლახან მიიღო თავისი პირველი სათვალე, ხოლო ვიდეო, რომელშიც ასახულია მისი რეაქცია, როცა ის პირველად გარკვევით დაინახავს თავის ოჯახს, ელვის სისწრაფით გავრცელდა და უამრავი ადამიანის გული შეძრა.
პაიპერის დედამ, ჯესიკა სინკლერმა, Facebook-ზე დაწერა: „მას ჯერ კიდევ ხოხვა არ ჰქონდა დაწყებული, როცა ვიფიქრე, რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლებოდა ჰქონოდა და ამიტომ ექიმთან მივიყვანე. მას ერთ თვალში + 7.00 აქვს, მეორეში კი + 5.00. ექიმმა თქვა, რომ ამით არის გამოწვეული ის, რომ მას ჯერ ხოხვა არ დაუწყია”.
თავდაპირველად, პაიპერი წინააღმდეგობას უწევდა სათვალეს…
…მაგრამ შემდეგ დაინახა დედამისის მომღიმარი სახე!
ახლა მამაც უკეთესად გამოიყურება!
“აიღო თავისი სათვალე. გავიდა საჭმელად და გაიკეთა სათვალე. მისმა რეაქციამ შემძრა“.

უყურეთ ვიდეოს:

Facebook კომენტარები