როგორ შევქმნათ კაქტუსების მინი-ბაღი ქოთანში… ძალიან ლამაზია

გინდათ თქვენი ბინის ინტერიერს შემოემატოს ქოთანში გაცოცხლებული უდაბნოს პეიზაჟი? ეს შესაძლებელია განიერი კონტეინერის და სხვადსხვა სახის მრავალფეროვანი კაქტუსების დახმარებით.

cactus_mix_1

როდის დავიწყოთ: გაზაფხული
საუკეთესო პერიოდი: ზაფხულის დასაწყისი
კაქტუსი, საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მას ბევრი წყალი არ სჭირდება. მაგრამ თუ გინდათ, რომ იოლად გაიზარდოს და კარგად იყვავილოს, ვეგეტაციის პერიოდში ის რეგულარულად უნდა მოირწყას.
საჭირო მასალა:
• საშუალო ზომის რამდენიმე კაქტუსი
• განიერი საყვავილე ქოთანი
• მთის ხრეში
• ნიადაგი
• ქვიშა
• ბაღის ხელთათმანი
• გაზეთი ან დიდი პინცეტი
• კერამიკული ან პლასტიკის დეკორატიული ფიგურები

1ქოთანში მოათავსეთ მთის ხრეში, შემდეგ ნიადაგი

2მორწყეთ ნიადაგი და ასევე პატარა ქოთნებში მომზადებული კაქტუსები, რომ ვუზრუნველყოთ მათი ადვილი ამოღება გადასარგავად

3წინასწარ განსაზღვრეთ მცენარეების განლაგება. ამისთვის გააკეთეთ ჩაღრმავება მცენარეებისთვის

4ჩაიცვით ხელთათმანები. გამოიყენეთ პინცეტი ან გაზეთში შეახვიეთ დასარგავი კაქტუსი

5დაიწყეთ ყველაზე დიდი ზომის კაქტუსიდან. მოათავსეთ კაქტუსი ნიადაგში და ირგვლივ მოასწორეთ კოვზით. იგივე გაიმეორეთ დანარჩენ მცენარეებთან

6რბილი ჯაგრისით გაასუფთავეთ კაქტუსები

7მორწყეთ ნიადაგი ნელი თბილი წყლით

8ზემოდან სურვილისამებრ მოაყარეთ თეთრი ქვიშა, დეკორატიული ქვები ან მოათავსეთ დეკორატიული ფიგურები. თეთრი ქვიშა დაიცავს ნიადაგს ლპობისგან, ხოლო თქვენი კომპოზიცია უფრო მეტად დაემსგავსება ნამდვილ უდაბნოს. 

ქოთანი მოათავსეთ ნათელ მზიან ადგილას.
სასარგებლო რჩევა: ქოთანში მჭიდროდ დარგული მცენარეების მორწყვა.
ძალიან ხშირად გასაყიდი კაქტუსები ქოთნებში ძალიან მჭიდროდ არის დარგული და თითქმის შეუძლებელი ხდება მათი მორწყვა. ამიტომ გადარგვის წინ მოათავსეთ ქოთანი წყლიან ლანგარში მანამ, სანამ ფესვები არ შეიწოვენ საკმარისი რაოდენობით წყალს ქოთნის ნახვრეტიდან.

cactus_mix_10

Facebook კომენტარები