65 წლის უსახლკარო მუსიკოსის ისტორია… ქუჩაში აღმოჩენილი ჯადოსნური ხმა და ნიჭი!

დუგლას „დაგ“ სიგერსი, ნიუ-იორკში დაბადებული, ნეშვილში მცხოვრები, ერთი, ჩვეულებრივი, უსახლკარო, ქუჩის მუსიკოსი იყო, რომელიც, შემთხვევით, აღმოაჩინეს ქუჩაში ცნობილმა, შვედმა, მუსიკოსებმა ჯილ ჯონსმა და მაგნუს კარლსონმა.
ქალაქის დათვალიერებისას, ისინი ჰოთ-დოგის საყიდლად ქუჩის მოვაჭრესთან შეჩერდნენ. ჰოთ-დოგის გამყიდველმა მათგან შეიტყო, რომ ისინი დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ ნეშვილის მუსიკაზე და ურჩია, რომ მათ მოესმინათ ქუჩის მეორე მხარეს მყოფი მუსიკოსის ნამღერი:
– თქვენ აუცილებლად უნდა მოუსმინოთ მას, ის ქანთრი მუსიკაში ყველაზე უნიკალური ხმის პატრონია.
მათ გაითვალისწინეს რჩევა და გადავიდნენ ქუჩის მეორე მხარეს, სადაც გაიცნეს დუგლას „დაგ“ სიგერსი. მუსიკოსმა საკუთარი სიმღერა შეასრულა – „GOING DOWN TO THE RIVER“ („ჩავდივარ მდინარისკენ“) შთაბეჭდილება უზომო იყო!
ქუჩის მუსიკოსის ნიჭით აღფრთოვანებულებმა, გადაწყვიტეს მასთან ერთად ამ არაჩვეულებრივი სიმღერის სტუდიური ვერსია ჩაეწერათ. სიმღერამ დიდი პოპულარობა მოუტანა, ოდესღაც უცნობ, ღარიბ მუსიკოსს.
ეს ქუჩაში აღმოჩენილი ნიჭია! ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ თავშესაფარი ჰქონდეს და თბილ სახლში იცხოვროს. იმსახურებს იმას, რომ მის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს!
ნიჭი არ იკარგებაო, ნათქვამია, მაგრამ, ვინ იცის, კიდევ რამდენი, ასეთი ნიჭიერი, ადამიანი დუმს და ვერ პოულობს აღიარებას სხვადასხვა, ცხოვრებისეული, მიზეზის გამო.
მოუსმინეთ და თავად შეაფასეთ ამ ადამიანის ნიჭი. გაგვიმხილეთ თქვენი აზრი კომენტარის ველში, ამ ნიჭიერ მუსიკოსზე.
Facebook კომენტარები