ერთი დედის ბლოგ-ისტორია, რომელიც საინტერესოდ გვეჩვენა და ამიტომ გიზიარებთ თქვენც.
– დავიღალე, ეს რთულია ჩემთვის.
– არაფერს აკეთებ, მხოლოდ ბავშვს ადევნებ თვალ-ყურს! – მიპასუხა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ჩემი ჩივილის მოსმენისას.
გარკვეულწილად ის მართალია – მე არ მიწევს კვირაში 5-ჯერ დილით ადრე გაღვიძება და ქალაქის მეორე ბოლოში გავარდნა მეტროს ვაგონში, რომელშიც მგზავრები სარდინებივით არიან ჩაწყობილი. არ მიწევს საცობში ყოფნა და ერთი და იგივე მუსიკის მოსმენა აიპოდში. არ მიწევს საოფისე დავალებებისა და ხელმძღვანელობის მითითებების შესრულება. მე სახლში ვზივარ და დიახ, არაფერს ვაკეთებ! რა სიამოვნებაა!
შეიძლება უბრალოდ მოწყენილობისა და ჩამყაყებული ყოფისგან დავიღალე. დეკრეტულ შვებულებაში ვარ. ყოველი ჩემი დღე ტყუპებივით ჰგავს ერთმანეთს. უიქენდის დაწყების შესახებ იმით ვიგებ, რომ დღის საათებში ვხედავ ჩემს ქმარს და არა მხოლოდ გაღვიძებისას და ძილის წინ.
1
ზოგი დილა 9 საათზე იწყება, ზოგი – დილის 5 საათზე.
2
ვიღვიძებ იმ შეგრძნებით, რომ ჰაერი ჩემს გარშემო სიცოცხლითაა სავსე და მე ისღა დამრჩენია, რომ გადავეშვა მასში.
3
მე ჯერ კიდევ ვიყენებ ყველაზე ნატურალურ პროდუქტს ვასილისას გამოსაკვებად. ეს საუკეთესო საკვებია, რომელიც მოსკოვში იშოვება.
4
არასოდეს ვრჩები მარტო, არასოდეს! ვასილისკას მოსწონს ჩემთან ყოფნა და მას ვერაფერი აჩერებს. თითქმის ვერაფერი. ეს მე მახარებს. იმედია, როდესაც გაიზრდება გრძელ საღამოებს გავატარებთ ერთად და ვიჭორავებთ.
5
ზოგჯერ ის იღლება ჩვენი დილის საუბრებით და მე მეძლევა შანსი დავუბრუნდე ჩემს დაუმთავრებელ დილის საქმეებს.
6
ძილის პერიოდები ხანმოკლეა, ამიტომ ვცდილობ სწრაფად დავასრულო სხეულის მოვლის პროცედურები, საუკეთესო შემთხვევაში ყველა პროცედურა ერთად.
7
ვცდილობ, რომ ოჯახში სწორი კვება იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დაბალანსებული საკვების მიღება დროულად.
8
ვასილისა ძალიან პატარაა და არ აქვს წაკითხული ყველა ბრძნული წიგნი. ამიტომ მე ვცდილობ თავად დავარწმუნო ის საკითხის სისწორეში. ახლა ის ყურადღებას აქცევს და ეთანხმება ჩემს მოსაზრებას.
9
ჩვენ ასევე ერთად ვამზადებთ საჭმელს. მე მაგიდასთან, ის კი მაგიდის ქვეშ.
10
საუზმის შემდეგ ვასილისა მეხმარება ჩვენი აივნის ბაღის მოვლაში. მას შანსი ეძლევა სამივე კბილი ძაფით გაიწმინდოს.
11
ჩვენ გვიყვარს სასეირნოდ გასვლა, განსაკუთრებით ჩაცმის მომენტია არაჩვეულებრივი.
12
კლინიკის რიგში დგომა არასოდეს არაა მოსაწყენი. მე ყოველთვის ჯიბით დამაქვს 1-2 სათამაშო.
13
სათამაშო მოედანზე ყოველთვის ვიღებ გამოცდილი დედების სასარგებლო რჩევებს ბავშვის აღზრდასთან, ჯანმრთელობის დაცვასა და კვებასთან დაკავშირებით.
14
უკანა გზაზე შევიარეთ სარდაფში განთავსებულ სილამაზის სალონში. ჩემს შვილს ძალიან მოსწონს იქაურობა და არასოდეს სწყინდება.
15
ბავშვის საფენები, ტილოები, კრემები – ადრე როგორ ვახერხებდით ამის გარეშე ცხოვრებას?
16
ვასილისა ცნობს თავის ტანსაცმელს, ის მხოლოდ თავისი საყვარელი ბრენდების ტანსაცმლის იარლიყებს ღეჭავს.
17
ვცდილობ დავეხმარო ჩემს უფროსს ქალიშვილს უფრო მოდური გახდეს. როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, თმას ვიღებავდი მწვანე ანტისეპტიკით. „ბრილიანტის მწვანე“ ჩემს თმაზე ისე არ ჯდებოდა, როგორც მე მსურდა.
18
ჩვენ ყოველთვის ერთად ვსადილობთ და ყველა ჩვენგანს საკუთარი მაგიდა აქვს.
19
ვასილისა ძალიან მოწესრიგებულია, უყვარს კარგი ვახშმის შემდეგ პირის დაბანა.
20
საოჯახო საქმეები არსად მიდის. ჩემი პატარა შვილი ყოველთვის მეხმარება. ის ალაგებს გასარეცხ ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში და იღებს მანქანიდან.
21
მთავაზობს ტანსაცმლის ჩამოკიდების საუკეთესო მეთოდს.
22
აკონტროლებს ჩემს მიერ მამამისის პერანგების დაუთოების პროცესს. მე ყოველთვის ვითვალისწინებ მის რჩევას.
23
თუ დროულად დავასრულებ საოჯახო საქმეებს, შეიძლება გამოვნახო დრო კომპიუტერის ჩასართავად და ელ-ფოსტის შესამოწმებლად. მაგრამ როგორც წესი, მხოლოდ ვუყურებ კომპიუტერს.
24
ვასილისა დაინტერესებულია ჩემი ჰიგიენით, ამიტომ სააბაზანო ოთახის კარი ყოველთვის ღიაა მისთვის, რათა მან შეამოწმოს საკმარისად გამოვიყენე თუ არა საპონი.
25
თავად ვასილისა ქაფის აბაზანებს ანიჭებს უპირატესობას.
26
ვასილისას ძალიან ვუყვარვარ და უყვარს ჩემთან თამაში. შუაღამის შემდეგ ცოტათი ვიღლები, თუმცა ვცდილობ არ გამოვხატო, რათა ძალიან არ ავაღელვო.