ცოტა ხნის წინ, პორტუგალიის კუნძულ მადეირას ცაზე, ღრუბელმა უცნაური ფორმა მიიღო. ის ძალიან ჰგავს ცეცხლოვან ხელს, რომელიც იწვის. ამ ულამაზეს სურათს შეესწრო ბლოგერი, რომელიც ამინდის შესახებ წერს და გადაიღო რამდენიმე ფოტო, რაც მალევე გახდა პოპულარული სოციალურ ქსელებში.
ხალხმა ამ მოვლენას „ღმერთის ხელი“ შეარქვა და სურათის ნახვის შემდეგ მიხვდებით რატომაც.