ადამიანებს ინტერნეტის დახმარებით ყველაფრის სწავლა შეუძლიათ – მაგალითად, ისწავლონ საჭმლის კეთება, გახდნენ ისტორიის გენიოსები ან ისწავლონ ცეკვა.
12 წლის გოგონასთვის, ადილინ მალკოლმისთვის, ყველაფერი დაიწყო როგორც საშინაო დავალება და შემდეგ გადაიზარდა ნამდვილ სიყვარულში, გატაცებაში.
12 წლის გოგო ლიტელტონიდან (კოლორადო) ინტერნეტში დაბსტეპს გადააწყდა, როდესაც იგი ემზადებოდა სასკოლო მოხსენებისთვის. ადის არასოდეს უვლია ცეკვის გაკვეთილებზე, მან შეისწავლა ის YouTube-ის ვიდეოებიდან, აპაუზებდა მათ და იმეორებდა ნაბიჯებს. ადი არ იზღუდავს თავს ერთი გატაცებით. „მე მოტომრბოლელი ვარ, მაგრამ როდესაც ბაიკზე არ ვზივარ, მაშინ ცეკვა ჩემი მეორე საყვარელი საქმიანობაა“, – ამბობს ადი.
უფრო მეტად შთამბეჭდავია, რომ ამ ცეკვის გურუმ დაბსტეპის ცეკვა დაიწყო 8 თვის წინ. სამართლიანია თუ ვიტყვით, რომ ადის შეუძლია დასახულ მიზანს მიაღწიოს. უყურეთ მის ვიდეოს!
Facebook კომენტარები