YouTube-ის ხუმარამ, ჯოი სალადსმა, გაგიჟებამდე მიიყვანა მშობლები მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა სოციალური ექსპერიმენტის ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ რა მარტივია უცხოსთვის ბავშვის გატაცება.
ის ბავშვების ნდობას იმსახურებს საყვარელი ძაღლის, სახელად დონატსის დახმარებით და ცდილობს მათ გატყუებას სათამაშო მოედნიდან, პირდება რა მათ მეტი ლეკვის ჩვენებას.
ბავშვებთან მისვლამდე, სალადსი დაელაპარაკა მათ მშობლებს, აუხსნა ექსპერიმენტის შინაარსი და დარწმუნდა, რომ ჰქონდა მშობლების ნებართვა მათი ბავშვის რეაქციის შესამოწმებლად. ყველა მშობელი დარწმუნებული იყო, რომ თავიანთი შვილი არ გაეკარებოდა ჯოის და მიირბენდნენ დედასთან. მშობლები შეცდნენ.
„დღეში 700-ზე მეტი ბავშვის გატაცება ხდება. ეს კი წელიწადში 250,000-ზე მეტს შეადგენს. უსაფრთხოდაა თქვენი ბავშვი?“, – განმარტავს სალადსი.
ბავშვი №1
„თუ ახლა მივალ თქვენს ბავშვთან, დამელაპარაკება თუ გაიქცევა?“
„შეხედე, როგორი ლეკვი მყავს!“
„მე კიდევ მყავს ლეკვები, გინდა ნახო?“
„დიახ!“
ეს დედა 100% დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი არ გაჰყვებოდა უცხო პიროვნებას
ბავშვი №2
„გამარჯობა! გიყვარს ლეკვები?“
„გინდა ნახო სხვა ლეკვები? მე კიდევ ბევრი მყავს!“
ბავშვი №3
„შენც გიყვარს ლეკვები, ხომ ასეა?“
„გინდა სხვებიც ნახო?“
„მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხედავ ვიღაცას ძაღლთან ერთად, არ ნიშნავს, რომ სახლში უნდა გაჰყვე მას… მათ შეიძლება წაგიყვანონ და დედასთან აღარ იქნები“
იხილეთ სრული ვიდეო:
გაუზიარეთ მეგობრებს. ერთ გაზიარებასაც კი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
Facebook კომენტარები