სილვესტერ სტალონე ამ ბიჭუნათი ამაყობს და შესაძლოა რინგზეც გამოვიდეს მის წინააღმდეგ „როკი 10”-ში

ამ სახალისო ვიდეოში, ნაცრისფერ მაისურში გამოწყობილი, საფენებიანი საყვარელი პატარა ბიჭუნა, სახელად ჩარლი, ბაძავს ფილმ „როკი II“-ის საკულტო პერსონაჟს – როკი ბალბოას და იმეორებს როკის ვარჯიშის მოძრაობებს. ვიდეო მამამისმა, ზაკ მაგილავიმ გადაიღო და გააზიარა თავის Facebook გვერდზე 6 ივლისს, ლეგენდარული ვარსკვლავის – სილვესტერ სტალონეს დაბადების 70 წლის თავზე.
ჩარლიმ გასაოცარი სიზუსტით დაიმახსოვრა როკის ყველა მოძრაობა. როდესაც როკი ქვემოთ ეშვება ცალ ხელზე აზიდვების გასაკეთებლად, პატარა ჩარლი იგივეს იმეორებს. ბიჭუნა ბაძავს როკის მის ისეთ მოძრაობებში, როგორებიცაა შეშის ჩეხვა, სიმძიმეების აწევა, სახტუნაოთი ხტუნვა და ა.შ.
რა თქმა უნდა ეს ვიდეო ნახა სილვესტერ სტალონემ, რომელმაც დიდი სიამაყით გააზიარა ის Twitter-ზე და Instagram-ზე შემდეგი კომენტარით: „ამ ბიჭუნათი ვამაყობ! ის გულის სიღრმეში ჩამწვდა… რა პაწიაა! შესაძლოა რინგზე გამოვიდე მის წინააღმდეგ „როკი 10”-ში!!!“
ვიდეო თავის Facebook გვერდზე გააზიარა პროფესიონალმა მოკრივემ დენის ლებომაც და მან მილიონობით ნახვა და ასეულ ათასობით გაზიარება მოიპოვა. ვიდეოს ახლავს კომენტარი „საუკეთესო მოტივაცია“. ეს მშვენიერი კადრები ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი აიძულებს ივარჯიშოს.

როკი ბალბოას ვარჯიში ფილმიდან „როკი II“

 

ეს კი პატარა ჩარლის ვარჯიშია

Facebook კომენტარები