ფაბერჟეს სტატუეტი… ვან გოგის სურათი… $500,000… სახლში შემთხვევით ნაპოვნი განძები

ოდესმე გიფიქრიათ, რა შეიძლება იმალებოდეს თქვენი სახლის კედლებში? არა, მე მოჩვენებებზე და მონსტრებზე არ ვლაპარაკობ. საუბარია ნივთებზე, რომლებიც ოდესღაც ვიღაცამ დატოვა და ისინი ხელუხლებელნი არიან მანამ, სანამ ვინმე აღმოაჩენს.
თუ თქვენ ცხოვრობთ მემკვიდრეობით დატოვებულ ძველ სახლში, კარგად დაფიქრდით, რა შეიძლება ინახებოდეს თქვენს კედლებში. ხანდახან ადამიანები საკუთარ სახლში პოულობენ ძალიან უცნაურ, საინტერესო და დაუჯერებლად ძვირფას ნივთებს. გთავაზობთ იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც საოცარი სიურპრიზი აღმოაჩინა საკუთარ კედლებში.

1weird_things_1

ამ სასტუმროში მე-19 საუკუნის ფრესკა იპოვეს კედელზე, რომელიც კით ჰერინგს ეკუთვნოდა. ჰერინგმა ამ კედელზე მაშინ დახატა ფრესკა, როცა სასტუმრო ჯერ არ არსებობდა და მის ადგილზე მანჰეტენის ხელოვნების სკოლა იყო.

2weird_things_2

ერთმა წყვილმა საკუთარი სამზარეულოს კედლებში იპოვა… 50 წლის წინად დამალული $51,080, ძირითადად $100 კუპიურებით, 1960 წელს ჩამოსხმული ერთი ბოთლი ბურბონი და ე. შუმახერის წიგნი – „მართე გაოცება“.

3weird_things_3

და-ძმამ საკუთარ სახლში დამალული, პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცის მიერ დაწერილი 31 სასიყვარულო წერილი იპოვა. მათ ეს წერილები ადრესატ ქალბატონს დაუბრუნეს, რომელზეც ჯარისკაცი დიდი ხნის წინ დაქორწინებული აღმოჩნდა.

4weird_things_4

ერთმა კაცმა, აგურის ქვეშ კედლებში დამალული, „ჩიკაგოს პრერიების“ სტილში გაკეთებული, 2 დაუზიანებელი ვიტრაჟული ფანჯარა იპოვა.

5weird_things_5

კალიფორნიაში, ბელ აირში, წყვილმა საკუთარი სახლის აბაზანაში უცნაური სივრცე აღმოაჩინა, სადაც იპოვეს დიდი რაოდენობის ანტიკვარული ნივთები მექსიკიდან.

6weird_things_6

ვან გოგის ეს უცნობი სურათი, ხელმოწერის გარეშე, მოულოდნელად აღმოაჩინეს ნორვეგიაში, სახლის სხვენში…

7weird_things_7

ერთმა წყვილმა ხალიჩა აიღო და აღმოაჩინა იატაკზე დახატული მონოპოლიის სათამაშო უზარმაზარი დაფა.

8weird_things_8

ეს ძველისძველი დაჟანგული დანა იპოვეს ვიღაცის ჭერში.

9weird_things_10

ამ სახლის პატრონმა აღმოაჩინა თავდაპირველი სახით შენარჩუნებული მოსამსახურეების სამზარეულო. სახლის პატრონმა მხოლოდ იმიტომ აღმოაჩინა ეს ადგილი დიდი ხნის შემდეგ, რომ კარი ძველი ნივთებით იყო დაფარული.

10million_dollars

სახლის მშენებლებმა იპოვეს $500,000 და გააბეს ცხარე კამათი სახლის პატრონთან. მათი აზრით ფული უნდა დარჩენოდათ მათ, ხოლო სახლის პატრონები სხვანაირად ფიქრობდნენ. ლოგიკურია არა?

11weird_things_12

ეს ძველი კომიქსი იპოვეს კედლის დანგრევის შემდეგ. ის აუქციონზე $175,000 გაიყიდა.

12weird_things_13

იუტაში მცხოვრებმა ერთმა კაცმა $45,000 იპოვა. მან შემდეგ მოძებნა ფულის ნამდვილი პატრონი და დაუბრუნა მას ფული.

13weird_things_14

ერთ სახლში, რუსი მეფის ნიკოლოზ II შეკვეთით კარლ ფაბერჟეს სახელოსნოში გაკეთებული, სტატუეტი იპოვეს, რომელიც შემდეგ $5,000,000 გაიყიდა.

14weird_things_15

ერთმა ოჯახმა სახლის ქვემოთ ჩამარხული არქეოლოგიური ძვირფასეულობა იპოვა, რომლებიც 2000 წლის იყო.

15weird_things_16

ერთი ბებია ტენესიდან მთელ თავის ქონებას ასე მალავდა სეიფში.

16weird_things_17

ერთი ადამიანის საიდუმლო ოთახში დიდი რაოდენობით ამუნიცია, გაუმართავი ხელის ჭურვი და ათასობით პენი იყო ნაპოვნი.

17weird_things_18

ამ წყვილმა ასეთი ძველისძველი გვირაბი საკუთარი სახლის ქვეშ იპოვა.

18weird_things_19

ერთ სამზარეულოში, გვატემალაში, ოჯახმა მაიას ტომის ფრესკები იპოვა.

19weird_things_20

ძველისძველი ჩანთა, რომლის შიგნით იყო ფული მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ვერცხლი და სხვა ძვირფასეულობა.

20weird_things_21

ოჯახმა საკუთარი სახლის ქვეშ ძველი სალოცავი აღმოაჩინა.

21weird_things_23

ამ სახლში, იატაკის ქვეშ, იპოვეს 4000-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის: ჭადრაკის ფიგურები, გაცვეთილი კარტი, სათამაშო ჯარისკაცები, ქინძისთავები და სხვა საგნების ფრაგმენტები.

22weird_things_24

აქვე აღმოჩენილი იყო 23 წლის წინ გამოშვებული, გაუხსნელი კოკა-კოლის ქილა.

23weird_things_25

და ბოლოს, ამავე სახლში სახლის პატრონმა იპოვა კენედის მკვლელობიდან მეორე დღეს გამოსული გაზეთის ნომერი.
შეიძლება თქვენს სახლშიც იმალებოდეს განძი და ამის შესახებ არაფერი იცით?

 

Facebook კომენტარები