როდესაც ურთიერთობა ცუდად სრულდება, ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება ჰაერში. დაბნეულობის, ბრალეულობის, ბევრი გადაუწყვეტი საკითხის შეგრძნებასთან მარტო რჩები. ცნობილმა ჟურნალმა Glamour Magazine-მა თავი მოუყარა ყოფილ წყვილებს, რათა დამსხდარიყვნენ და განეხილათ ის, რაც არასწორად განვითარდა მათი ურთიერთობისას.
ალი და ენდრიუ ერთად იყვნენ შვიდი წლის განმავლობაში. მათ კოლეჯის პერიოდიდან უყვარდათ ერთმანეთი, ხოლო დაშორება ორი წლის წინ მოხდა, ენდრიუს ღალატის გამო. მათი შეხვედრა ბუნებრივი და ემოციურია. ძნელია მიხვდე მიიღო თუ არა ალიმ პასუხები, რომლებიც მას აინტერესებდა, ან მიხვდა თუ არა ენდრიუ, რომ წარსულში არასწორად მოიქცა. იმედს ვიტოვებთ, რომ ორივე მიუახლოვდა დასკვნებს.
მთავარი შეკითხვა

ალი და ენდრიუ დასხდნენ წარსულზე თვალის გადასავლებად.
რატომ მიღალატე?

ენდრიუს სხვაგვარი შეხედულება აქვს ღალატზე.
კოცნა და შეხება ითვლება?

ენდრიუ თავს იმართლებს იმით, რომ არასდროს ჰქონია სექსი სხვა ქალთან.
ღალატი – ღალატია.

ალისთვის მიუღებელია ენდრიუს მოსაზრება.
ენდრიუ თავის სიტყვას ამბობს.

“ვფიქრობ, ეს იმიტომ მოხდა, რომ სხვა ვარიანტები მაინტერესებდა”.
ჭრილობა ჯერ არ მოშუშებულა.

ენდრიუ: „რატომ მოვიქეცი ასე ამდენჯერ?“
„მე არ მაქვს პასუხი ამაზე“.
ის ეცადა დასრულებას.

ის ცდილობს სიტყვები იპოვოს იმის ასახსნელად, თუ როდის დაიწყო ღალატი.
ახალგაზრდები.

ენდრიუ: „როდესაც შენ ამბობ, რომ ახალგაზრდები ვიყავითო, მაშინ კოლეჯში ვსწავლობდით. შენ ერთი გამოსავალი გაქვს, რომ ამას გაუმკლავდე”.
პასუხები არ არის.

ენდრიუ: „რატომ მოვიქეცი ასე ამდენჯერ?“
ალი: „პრობლემა არ არის“
ენდრიუ: „ხო, მე არ მაქვს პასუხი“.
საუბრის თემის შეცვლის მცდელობა.

დიალოგი ძალიან ემოციური და მძიმე გახდა. დრო მოვიდა ახალი შეკითხვის დასმის. ამჯერად ენდრიუს ჯერია.
დავიწყოთ თავიდან.

ენდრიუ ეკითხება ალის ახსოვს თუ არა მათი პირველი შეხვედრა.
ალიმ იცოდა, რომ უნდოდა ენდრიუსთან ურთიერთობა.

ალის ახსოვს მოახლოვებული ენდრიუ, როდესაც ის ტელეფონზე საუბრობდა.
ყველაზე სანუკვარი მომენტები.

ალის ახსოვს პოპკორნის ერთობლივად მომზადების ტრადიცია, კინოთეატრში პოპკორნისა და სპრაიტის შეტანის მომენტები, ენდრიუ კვლავ აკეთებს ამას, თუმცა იცის, რომ ახლა მარტოა.
მოგონებებით ხალისი.

მას შემდეგ, რაც საუბარი ღალატის თემას გასცდა, ყოფილმა წყვილმა გაიხსენა მხიარული მომენტები ერთობლივი ცხოვრებიდან.
მან განაცხადა, რომ შეუძლია დაქორწინდეს ალიზე.

ენდრიუ იხსენებს, რომ ერთხელ ცეკვის დროს მზად იყო დაქორწინებულიყო ალიზე, რაზეც ალიმ უპასუხა „თუ ხელს მთხოვ, მე თანახმა ვარ“.
Facebook კომენტარები