„ზღვების ჰარმონია“ ოკეანეების მეფეა. მსოფლიოს ეს უდიდესი გემი „Royal Caribbean“-ის ფლოტის შემადგენლობაში ახალი სიტყვაა. ყველაფერი ამ გემზე გრანდიოზული პროპორციებით არის შექმნილი. 362 მეტრი სიგრძის ეს კონსტრუქცია გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეიფელის კოშკი საფრანგეთში.
ამ მცურავი ქალაქის აშენება 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. 16 გემბანიანი ხომალდის დასრულებას 32 თვე დასჭირდა. ის ყველაზე მაღალი ობიექტია ზღვის ზედაპირზე და აქვს ყველაზე ღრმა აუზი ზღვაში.
2მომსახურების სხვა ობიექტებთან ერთად, გემზე განთავსებულია 23 აუზი, 20 რესტორანი, თეატრი, კაზინო, საავადმყოფო და ასევე ციხე



4უფანჯრო კაბინებში დამონტაჟებულია კამერებიანი ვირტუალური ფანჯრები, გემზე მიმდინარე რეალური დროის გამოსახულებით

5მსოფლიოში ყველაზე მაღალი წყლის სასრიალოები. უფსკრულში დაშვების ბოლო წერტილი ადრენალინის მოზღვავებაა

9„ზღვების ჰარმონია“ სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვის პროდუქტია, რომელშიც გაერთიანებულია გემის რევოლუციური დიზაინი და ტექნოლოგიური პროგრესი“, – განაცხადა რიჩარდ ფეინმა, „Royal Caribbean Cruises“-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა


10ბიონურ ბარში რობოტი ბარმენები მუშაობენ. რობოტიზირებული მკლავები ზუსტად ისეთ სასმელს დაგიმზადებენ, როგორიც თქვენ გნებავთ

1736.5 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილია აუზები, სათამაშო მოედნები და ყინულის საფარები. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ ყინულზე სრიალით და ითამაშოთ კალათბურთი

19იხილეთ ვიდეო:
Facebook კომენტარები