14 ჩვეულებრივი ნივთი, არაჩვეულებრივი ღირებულებით

დღესდღეობით მარკეტინგი გიჟური ტემპით მუშაობს. მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ ყველას გული მოიგონ. ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის მათ ინდივიდუალური შემოთავაზება აქვთ. მაგალითად, მილიონერებს ისინი სთავაზობენ მდიდრული დეტალით გაწყობილ სრულიად ჩვეულებრივ საგნებს დაუჯერებლად მაღალ ფასად.
ZIVAVA-მ შეაგროვა იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა პოვნას ზღაპრულად მდიდრების ბაზარზე შეძლებთ.

 

პიტნის კბილის პასტა
$ 99.99

ordinary_things_that_are_expensive_1

რა შეიძლება იყოს კბილის პასტაში ასეთი უნიკალური? კომპანია THEODENT-ის კბილის პასტა შეიცავს უნიკალურ დაპატენტებულ ინგრედიენტს, Rennou-ს. მისი წყალობით პასტა პირველივე გამოყენების შემდეგ იძლევა ეფექტს – ამაგრებს და იცავს კბილებს მთელი დღის განმალობაში.

 

უნიტაზის საფარი
$ 299.95

ordinary_things_that_are_expensive_2

კომპანია Carbon Fiber Gear-მა შექმნა უნიტაზის საფარი, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოებისგან ხელით არის დამზადებული. ის ნამდვილად იქცევს ყურადღებას, ნატურალური მასალების, უნივერსალური ზომის, სიმსუბუქის და ლიმიტირებული გამოშვების გამო. ხომ არ მოგინდათ?

 

ყურსასმენები
$ 638

ordinary_things_that_are_expensive_3

ამბობენ, რომ მუსიკის მოსმენა ორმაგად სასიამოვნოა ყურსასმენებით, რომელსაც კომპანია GOLDSTRIKER გვთავაზობს. თქვენ ხომ ყურში ნამდვილი, 24 კარატიანი, ბრილიანტები გექნებათ შერჭობილი. თუ შემოწმებას მოინდომებთ – იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ.

 

შალის წინდები
$ 1 188

ordinary_things_that_are_expensive_4

კომპანია FALKE-ის შალის წინდები ლიმიტირებული რაოდენობით გამოუშვეს: სულ 10 წყვილი. წინდების დასამზადებლად ვიკუნიის მატყლია გამოყენებული, ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი. საინტერესოა ისეთივე თბილი იქნება, როგორიც ბებოს მოქსოვილი?

 

სანათი-ღრუბელი
$ 3 360

ordinary_things_that_are_expensive_5

ეს ღრუბელი არის დეკორატიული სანათი Kaufman Mercantile-გან. ის არა მხოლოდ ანათებს ოთახს, არამედ ჭექა-ქუხილის, გრუხუნისა და წვიმის ხმებსაც გამოსცემს. ასევე შესაძლებელია სიკაშკაშის დონისა და თვით ღრუბლის ფერის შეცვლა.

 

სამზარეულო დანა
$ 5 415

ordinary_things_that_are_expensive_6

კომპანია Nesmuk-მა შექმნა სამზარეულო დანა, რომლის თითოეული მილიმეტრი ძალიან ძვირი დეტალებისგან შედგენა. დანის პირი დამზადებულია ნახშირბადიანი ფოლადისგან, სახელური – კარელიის არყის ხისგან, საფუძველი კი – ვერცხლისგან. დანას კომპლექტში მოჰყვება ლაქწასმული კოლოფი, ტყავის ჩასადები, დანის სალესი და საფირმო საწმენდი ზეთი.

 

ფანქარი
$ 13 400

ordinary_things_that_are_expensive_7

გერმანულმა კომპანია Faber-Castell-მა, საკუთარი დაბადების დღისთვის მიძღვნილი უბრალო ფანქარი გამოუშვა. თუმცა, უბრალო ამ ფანქარში მხოლოდ გრიფელია. თვითონ ფანქარი დამზადებულია კედარისგან, თავსახური კი – თეთრი ოქროსგან და მას ბრილიანტის 3 თვალი ამშვენებს.

 

მონოპოლია
$ 14 161

ordinary_things_that_are_expensive_8

ბევრისთვის ასეთი საყვარელი და ასეთი ძვირი თამაში. კომპანია ZONTIK-მა გადაწყვიტა მოედნისთვის ტყავის საფარი გაეკეთებინა, ყველა წარწერა და კოჭი კი – ოქროსა და ვერცხლისგან. ნამდვილი მონაპოვარია ყველასთვის, ვისაც ფუფუნება ყველა დეტალში უყვარს.

 

iPhone 7
$ 25 850

ordinary_things_that_are_expensive_9

ლივერპულელმა ოქრომჭედელმა, სტიუარტ ხიუისმა, ცნობილი ტელეფონის გასაოცრად ძვირი, ხელნაკეთი მოდელი შექმნა. კორპუსი დამზადებულია 24 კარატიანი ოქროსაგან. ასეთი ტელეფონის ხელში დაჭერა კი არა, მასთან სიახლოვეს სუნთქვისაც კი შეგეშინდებათ.

 

სამართებელი
$ 100 000

ordinary_things_that_are_expensive_10

შეიძინეთ სამართებელი, რომელიც კომპანია Zafirro-მ კოსმოსური ნივთიერებისგან დაამზადა. ეს ხუმრობა არ გეგონოთ: სახელური დამზადებულია ლითონისგან, რომლის მოპოვება მხოლოდ მეტეორიტის ნარჩენებშია შესაძლებელი. სამართებლის პირები თეთრი საფირონისგან არის დამზადებული, სამართებლის ჭანჭიკები კი – პლატინასგან.

 

ტუალეტის ქაღალდი
$ 1 558 335

ordinary_things_that_are_expensive_11

კომპანია Toilet Paper Man-მა ტუალეტის ქაღალდი, არც მეტი, არც ნაკლები, 24 კარატიანი ოქროსგან დაამზადა. ღირებულებას შემადგენლობა ამართლებს. ავსტრალიური კომპანია ერთ ასეთ რულონს $ 1 558 335-ად აფასებს. მყიდველი ერთი ბოთლი შამპანურითაც დასაჩუქრდება.

 

ჩაიდანი
$ 3 000 000

ordinary_things_that_are_expensive_12

იხილეთ ჩვეულებრივი ჩაიდანი Chitra-ს კოლექციიდან. ის დამზადებულია ოქროსგან და გაფორმებულია ბრილიანტის 1 500 და ლალის 500 თვლებით. სრულიად ჩვეულებრივი საგანი მათთვის, ვისაც შეუძლია საკუთარი სახსრების შეუზღუდავად განკარგვა. ხო, მართლა, $ 3 მილიონი – მისი საბოლოო ფასი არ არის, იმიტომ, რომ მისი შეძენა რამდენიმე ადამიანს სურს.

 

ჩანთა
$ 3 800 000

ordinary_things_that_are_expensive_13

კომპანია Mouawad-მა მსოფლიოს ჩანთა წარმოუდგინა, რომელიც დამზადებულია 18 კარატიანი ოქროსგან და გაწყობილია სხვადასხვა ფერის ბრილიანტის 4 517 თვალით. ეს იმ ქალბატონების ჩანთაა, რომლებიც თვლიან, რომ ყველა საგანი ზღაპრულად მდიდრული უნდა იყოს.

 

ბეჭედი
$ 70 000 000

ordinary_things_that_are_expensive_14

ეს არ არის ბეჭედი ბრილიანტის თვალით, ეს არის ბეჭედი რომელიც მხოლოდ ბრილიანტისგან შედგება.
კომპანია Shawish-მა მსოფლიოს, ყველა გაგებით უნიკალური, ბეჭედი წარუდგინა. შვეიცარიაში ძვირფასეულობისთვის ფულს არასდროს ზოგავენ.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები