18 საინტერესო და სრულიად ფანტასტიური ფაქტი ცაციების შესახებ

ყოველი მეათე ადამიანი მსოფლიოში არის ცაცია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საზოგადოებამ დაივიწყა მათი არსებობის ფაქტი. საგნებისა და მოწყობილობების უმეტესობა გაკეთებულია მხოლოდ მემარჯვენეებისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი ფორმით.
არსებობს უამრავი ფაქტი ცაცია ადამიანების შესახებ, რომლებიც საინტერესოცაა და სრულიად ფანტასტიური. წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია.

1QWERTY კლავიატურის გამოყენებისას, 1447 სიტყვა იბეჭდება მხოლოდ მარცხენა ხელით, და მხოლოდ 187 სიტყვა იბეჭდება მარჯვენა ხელით

2ევროპაში ჯადოქრობასთან დაკავშირებული ისტორიულ დოკუმენტაციაში მარცხენა ხელი გამოიყენებოდა ადამიანების მოსაჯადოვებლად და ზიანის მისაყენებლად

3მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5-10% არის ცაცია

4ცნობილ ცაციებს შორის არიან: ნაპოლეონი, და ვინჩი, მიქელანჯელო, აინშტაინი, ნიუტონი, ბილ გეითსი, ოპრა და ჯიმი ჰენდრიქსი

5ბოსტონელი მხრჩობელი, ჯეკ მფატრავი და ოსამა ბინ ლადენი ცაციები იყვნენ. ფაქტობრივად, კვლევით დადგენილია, რომ ცაციობა დაკავშირებულია მართლსაწინააღმდეგო, სოციოპათიურ ქცევასთან

6შიზოფრენიკების 40% ცაციაა, მიუხედავად იმისა, რომ ცაციები მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5-10% შეადგენენ

7ყოველწლიურად 2,500-ზე მეტი ცაცია კვდება, არაცაციებისთვის განკუთვნილი ტექნიკის გამოყენებისას

8ხელყუმბარის დამცავი ბერკეტის მდებარეობის გამო, ცაცია ჯარისკაცებს, მზადებისა და გასროლის დროს, თავდაყირა მდგომარეობაში უჭირავთ ხელყუმბარები

9კვლევით დადგენილია, რომ ცაციებზე უფრო მეტად მოქმედებს პოსტ-ტრავმული სტრესი, ვიდრე არაცაციებზე

101996 წლის 13 აგვისტოდან ყოველწლიურად “ცაციების დღე” აღინიშნება

11კვლევებით დადგენილია, რომ ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში უფრო მაღალია ცაციობის ალბათობა

12მემკვიდრეობით მიღებულ გენებზე ცაციობის ალბათობის მხოლოდ 25% მოდის

13ცაციები უფრო სწრაფად თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს

14ადამიანებს, რომლებიც მარცხენა ხელს ხმარობენ, უფრო ადვილად შეუძლიათ გაიგონონ სწრაფად ცვალებადი ხმები, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც მარჯვენა ხელს ხმარობენ

15ამერიკულ ფსიქოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ცაციები უფრო ძლიერები არიან დივერგენტულ აზროვნებაში – იდეების შექმნის მეთოდში, რომელიც მრავალ შესაძლო გადაწყვეტის გზას იკვლევს ერთის ნაცვლად

16მუცელზე დაწვენისას, ცაცია ბავშვები მარცხნისკენ აბრუნებენ თავს

17არსებობს კალმისტრები ცაციებისთვის

18ამერიკის შეერთებული შტატების უკანასკნელი შვიდი პრეზიდენტიდან ოთხი ცაცია იყო

Facebook კომენტარები