ჰოლანდიელი მოგზაური და ფოტოგრაფი ალბერტ დროსი (Albert Dros) გვთავაზობს მიზეზებს, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ ნიდერლანდებს და წერს: „მე ვარ მოგზაური ფოტოგრაფი ნიდერლანდებიდან. სახლში მუდმივად ჯდომა ძალიან მოსაწყენია ჩემთვის და ამიტომ, ბევრს ვმოგზაურობდი სხვადასხვა სანახაობრივ ქალაქებში, თუმცა ვერ ვაფასებდი უბრალო რაღაცეებს ჩემს საკუთარ ქვეყანაში“.
ერთი შეხედვით ნიდერლანდები ფოტოგრაფების უმეტესი ნაწილის აზრით არაფრით გამოირჩევა. „ჩვენ არ გვაქვს მაღალი მთები, არც მაღალი ცათამბჯენები. ჩვენი მიწა არის სწორი, შენობები არ არის მაღალი და ადგილობრივებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ჰოლანდიური ლანდშაფტი საკმაოდ მოსაწყენია გადასაღებად სხვა ქვეყნების პეიზაჟებთან შედარებით. მაგრამ ნიდერლანდებში მრავალი რამ არის დასაფასებელი. როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, ჩვენც გვაქვს უნიკალური ადგილები. მაგალითად, ქარის წისქვილები და ჩვენი უსასრულო ყვავილების მინდვრები. მე ვაფასებ ჩემი ქვეყნის სილამაზეს და ვეცადე კამერაზე დამეფიქსირებინა ეს. აქ წარმოდგენილია სურათები, რომლებიც გადავიღე 1 წლის განმავლობაში.
ხშირად ვიღებ წერილებს სოციალურ ქსელებში, სადაც ხალხი მწერს, თუ როგორ შურთ ჩემი და ისურვებდნენ ჩემს ქვეყანაში ცხოვრებას, იმისთვის, რომ მათაც ჰქონდეთ ულამაზესი ხედების გადაღების საშუალება. როდესაც ვეკითხები, საიდან არიან (ძირითადად ისინი არიან ინდოეთიდან ან მიანმარიდან), მე გაოცებული ვარ, რადგან ამ ქვეყნებს შესანიშნავი ბუნება აქვთ, რომელიც ელის ფოტოებზე დაფიქსირებას. ზუსტად ამის ჩვენება მინდა ჩემი სურათებით. გული არ გაიტეხოთ და არ იფიქროთ, რომ თქვენი ქვეყანა არის მოსაწყენი. ეს ასე არ არის! ყველა ქვეყანას აქვს უნიკალური ადგილები. ეცადეთ იპოვოთ ისინი, გადით გარეთ და კარგად შეისწავლეთ ადგილი, სადაც ცხოვრობთ!“
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…
Facebook კომენტარები