30 ფაქტი, რომელთა დაჯერება რთულია, თუმცა რეალური

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს თვლით ექსპერტად ისტორიის, ხელოვნების და პოპ-კულტურის დარგებში, დიდი ალბათობით კიდევ ბევრი რამ გაქვთ სასწავლი.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომლებსაც ვერ ამოიკითხავთ წიგნებში, მაგრამ ისინი მნიშვნელოვან ისტორიულ ინფორმაციას შეიცავენ. გარდა ამისა, ისინი საკმაოდ სახალისოა და გაცილებით დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში.

1თავისი ცხოვრების მანძილზე ჯორჯ ვაშინგტონმა 18.000-დან 20.000-მდე წერილი დაწერა

2ზრდასრულ აზიურ სპილოს 8.3 ლიტრი წყლის შეკავება შეუძლია ხორთუმში

3ელვის პრესლის არასოდეს მიუღია ფორმალური მუსიკალური განათლება და არ უსწავლია ნოტები. ასევე, მას არ დაუწერია არც ერთი თავისი სიმღერა

4“Backpfeifengesicht” არის გერმანული სიტყვა და ნიშნავს სახეს, რომელიც მუშტს ითხოვს

5საშუალოდ ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე 9.672 მცირე ტრავმას იღებს

6NASA-ს ინტერნეტ-კავშირი თქვენს ინტერნეტ-კავშირზე 13,000-ჯერ სწრაფია და შეადგენს 91 გბ/წმ.

71978 წელს აშშ-ში მინიმალურ ხელფასზე მომუშავე სტუდენტს შეეძლო კოლეჯში 4 წლის სწავლის საფასურის გადახდა, ვალის გარეშე

8ემინემი საათობით კითხულობდა ლექსიკონს, რათა თავისი ლექსებისთვის ლექსიკა გაემდიდრებინა

9თვითმფრინავის ტურბულენტობის შედეგად მხოლოდ სამი ადამიანი გარდაიცვალა 1980-2009 წლებში

10ჯესიკა კოქსი გახდა მსოფლიოში პირველი ლიცენზირებული პილოტი ხელების გარეშე 2008 წელს

11“აეროგელი” მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი მყარი მასალაა. სილიკონზე დაფუძნებული მყარი მასალის მოცულობის 99% ცარიელი სივრცეა

12ტეხასში მინიმუმ 200 ქალაქი-მოჩვენებაა

13თუ ნიუ-იორკ-სიტიში საშუალო მწეველი მოწევას თავს დაანებებს და ამის ნაცვლად განახორციელებს ინვესტირებას SandP500-ში, მომავალი 10 წლის განმავლობაში ისინი $52,000 იშოვიან

14დინოზავრები ხშირად ყლაპავდნენ დიდ ქვებს. ეს ქვები ეხმარებოდა მათ მუცელში საკვების დაქუცმაცებაში

152011 წელს, პიონგიანგში, კიმ ჩენ ირის საწინააღმდეგო გრაფიტი იქნა აღმოჩენილი. ამის გამო ქალაქი სამი დღით ჩაიკეტა

16როდესაც დედა პინგვინი თავის ნაშიერს კარგავს, ის ცდილობს სხვისი ნაშიერის მოპარვას

17უმცირესი საგანი, რომელიც ფოტოზე აღბეჭდილა, ატომის ჩრდილია

18ინდოეთში არსებობს ექსპერიმენტალური დასახლებული პუნქტი სახელწოდებით აუროვილი. აქ თავმოყრილი არიან მოქალაქეები მთელი მსოფლიოდან და არ არის ფული და რელიგია

19სტოუნჰენჯის აშენებას 1500 წელი დასჭირდა

20ექვს საათში მსოფლიოს უდაბნოები უფრო მეტ ენერგიას იღებენ მზისგან, ვიდრე ადამიანები მოიხმარენ მთელი წლის განმავლობაში

21ელვა-შესაკრავები პოპულარული გახდა „დიდი დეპრესიის“ დროს, რადგანაც ღილების წარმოება ძვირი იყო

22მოჰავეს უდაბნოში არის საიდუმლო საცურაო აუზი. თუ მას იპოვით, შეგიძლიათ ისარგებლოთ

23რომაელებსა და სპარსელებს შორის ომები დაახლოებით 721 წელს გაგრძელდა, რაც ყველაზე ხანგრძლივ კონფლიქტს წარმოადგენს ადამიანთა ისტორიაში

24მეცნიერები ზებრების იდენტიფიკაციას მათი ზოლების სკანირებით ახორციელებენ – შტრიხ-კოდის მსგავსად

25იამაიკიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, მოპარულ იქნა პლაჟი: პლაჟს დღემდე აკლია სატვირთო მანქანით 500-ჯერ გადაზიდული სილის მოცულობა

2650,000 პინგვინიდან 1 პინგვინი ყავისფერი იბადება

27ჰავაიში, ვერმონტში, ალასკასა და მეინში აკრძალულია ბილბორდები

28რვაფეხა საკუთარ ხელს შეჭამს, თუ ძალიან მოშივდება

291950 წლამდე სინოპტიკოსებს ეკრძალებოდათ ტელევიზიით ტორნადოებზე საუბარი

30ნიანგები მთელი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 8.000 კბილს იცვლიან


Facebook კომენტარები