4 წესი, რომლებიც ტყუილის გამოცნობაში დაგეხმარებათ

რაც არ უნდა რთული იყოს ამის აღიარება, ტყუილი ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. შეიძლება საკუთარ თავს ჩვენ ამას ვპატიობთ, მაგრამ მოტყუებულის როლში ყოფნა არც ისე გვსიამოვნებს.
ZIVAVA-მ შეარჩია, ტექსტის ლინგვისტური ანალიზის მეთოდით გამოვლენილი, „ტყუილის ენის“ 4 ქვეცნობიერი მოდელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ უნდა შეიტყოთ მათ შესახებ.

 

1. მატყუარა ცდილობს არ ახსენოს საკუთარი თავი

მატყუარა ცდილობს არ ახსენოს საკუთარი თავი

ცრუ ჩვენებისას მატყუარა თითქმის არ ახსენებს საკუთარ თავს. ის მეტ წილად წერს ან საუბრობს სხვებზე, თანაც მესამე პირში. ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავადაც დისტანცირება მოახდინოს საკუთარი ტყუილისგან.

 

 

2. მეტყველებისას მატყუარას ნეგატიური ტონი ახასიათებს

მეტყველებისას მატყუარას ნეგატიური კილო ახასიათებს

მატყუარები, როგორც წესი, ნეგატიურად არიან განწყობილნი, რადგან ქვეცნობიერად ტყუილის გამო დანაშაულის გრძნობას განიცდიან.

 

 

3. მატყუარას ახსნა-განმარტება უკიდურესად მარტივია

მატყუარას ახსნა-განმარტება უკიდურესად მარტივია

მატყუარები, როგორც წესი, ყველაფერს ძალიან მარტივად ხსნიან, რადგან მათი ტვინი „უარყოფს“ „რთული“ ტყუილის მოფიქრებას. მსჯელობა და შეფასება – რთული პროცესებია, რომელთა გონებაში პროგნოზირება არც ისე ადვილია.

 

 

4. მატყუარა დამაბნეველ ფრაზებს იყენებს

მატყუარა დამაბნეველ ფრაზებს იყენებს

მატყუარები, ტყუილის მოყოლისას, წინადადებების შედგენის რთულ და უფრო მიკიბულ-მოკიბულ სტრუქტურას ამჯობინებენ. ზედმეტ სიტყვებს, უმნიშვნელო, დამაჯერებლად მოსაჩვენებელ დეტალებს ამატებენ, რაც ტყუილის „გაბერვაში“ ეხმარება მათ.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები