სმითსონის ბუნებისმეტყველების ისტორიის ეროვნულმა მუზეუმმა (Smithsonian National Museum of Natural History) ჩაატარა ფოტოკონკურსი ველური ბუნების საუკეთესო სურათის გამოსავლენად. კონკურსში 20000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ შერჩეულ 10 საუკეთესო ფოტოს.
1გრან-პრის გამარჯვებული
მურა დათვი, რომელიც მოულოდნელად ესხმის თავს მსხვერპლს გაყინულ წყალში. კატმაის ეროვნული პარკი, ალასკა.
2წლის ფოტოგრაფი: არტ ვოლფი
არტ ვოლფმა მოიპოვა ჯილდო თავისი ექსტრაორდინარული ნამუშევრისათვის – მზის ამოსვლა მთების მწვერვალზე. ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი, ჩილე.
3წლის ახალგაზრდა ფოტოგრაფი: ჯენაია ლაუნსტეინი
15 წლის ჯენაია ლაუნსტეინმა გადაიღო მაჩვზღარბა კლუანის ეროვნულ პარკში. იუკონის ტერიტორია, კანადა.
4გამარჯვებული კატეგორიაში: „აფრიკის ველური ბუნება“
განმარტოებული მასაის ჟირაფი მზის განათების ქვეშ. მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალი, კენია.
5გამარჯვებული კატეგორიაში: „ცხოველთა სახალისო ქცევა“
წითელი კენგურუ ილოკავს წინამხრებს და თათებს, იმისთვის რომ გაგრილდეს სტიორტის ქვიანი უდაბნოს სიცხეში. ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია.
6გამარჯვებული კატეგორიაში: „ხელოვნება ბუნებაში“
ზურმუხტისფერი შუშის ბაყაყი ზის არხეინად ველური წიწაკის ფოთლის ჩონჩხზე. ცენტრალური ვულკანური მთის ქედის ნოტიო ტყე, კოსტა-რიკა.
7გამარჯვებული კატეგორიაში: „ფრინველები“
მშობლებს შორის მოქცეული პატარა სამეფო პინგვინი სთხოვს მათ საკვებს. კუნძული სნოუ ჰილ, ანტარქტიკა
8გამარჯვებული კატეგორიაში: „ოკეანე“
მზის სხივები საოცარ ბრწყინვალებას სძენს ტენერიფეს სანაპირო წყლებში მოცურავე ზღვის კუს. კანარის კუნძულები.
9გამარჯვებული კატეგორიაში: „პატარა სამყარო“
ბრძოლა ტერიტორიისთვის. ორი მამრი კოლიბრის დუელი ბანანის წითელი ყვავილის გარშემო. ეკვადორის დასავლეთ ანდების მთები.
10გამარჯვებული კატეგორიაში: „ველური სამყარო“
არქტიკულ მელას ფრთხილად მიაქვს ბატის კვერცხი – ძვირფასი საკვები ნაშიერისათვის. ვრანგელის კუნძული, რუსეთი.
Facebook კომენტარები