10 მილიარდერი, რომელთაც ერთი საერთო ნაკლი აქვთ

ჩვენ ყველანი შევეგუეთ იმ აზრს, რომ განათლება წარმატების მთავარი საწინდარია და პირველი ნაბიჯი გამდიდრებისაკენ. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და „წამის დაჭერა“ ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე დიპლომი.
ZIVAVA.GE მოგიყვებათ იმ ადამინებზე, რომლებსაც განათლების არქონამ მილიარდების შოვნაში ხელი ვერ შეუშალა.

რიჩარდ ბრენსონი
განათლება: საშუალო სკოლა, არასრული

richard_branson_education_article

კომპანია Virgin-ის მომავალი დამფუძნებელი, თავისივე თქმით, სკოლაში ძლივს სწავლობდა, ამიტომ 16 წლისამ დაანება თავი სწავლას და ლონდონში გაემგზავრა.
მისი პირველი ბიზნეს-პროექტი ჟურნალი გახდა. 17 წლის ასაკში ბრენსონმა უკვე ჩამოაყალიბა თავისი პირველი საქველმოქმედო ორგანიზაცია. დღეს რიჩარდ ბრენსონი ფლობს არა მხოლოდ ხმის ჩამწერ ფირმას, არამედ მთელ ავიაკომპანიასაც.

 

ინგვარ კამპრადი
განათლება: საშუალო სკოლა

ingvar_kamprad_education_article

კომპანია, რომელიც დღესდღეობით მთელ მსოფლიოში IKEA-ს სახელითაა ცნობილი, ინგვარ კამპრადმა შექმნა 17 წლის ასაკში.
სწავლა მომავალ მილიარდერს ძალიან უძნელდებოდა დისლექსიის გამო, ამიტომ უმაღლეს სასწავლებელში ის ვერ მოხვდა.

 

ჰენრი ფორდი
განათლება: საშუალო სკოლა

henry_ford__education_article

ახალგაზრდა ჰენრი ფორდს საეკლესიო სკოლაში სწავლა დიდად არ იზიდავდა. მისი ერთადერთი გატაცება სხვადასხვა მექანიზმები იყო. 16 წლის ასაკში ჰენრი სახლიდან გაიპარა და დეტროიტში გაემგზავრა, სადაც მექანიკოსის დამხმარედ დაიწყო მუშაობა.

მაიკლ დელ
განათლება: უნივერსიტეტის 1 კურსი

michael_dell_education_article

კომპანია DELL-ის დამფუძნებელმა პირველი ფული 12 წლის ასაკში იშოვა, ხალხისთვის ადგილობრივი გაზეთის გამოწერის შეთავაზებით.
სწავლის პერიოდში დელმა თავისი პირველი კომპიუტერული კომპანია, PC’s Limited, დაარსა და 19 წლის ასაკში შეწყვიტა უნივერსიტეტში სწავლა.

 

ლი კაშინი
განათლება: საშუალო სკოლა, არასრული

li_ka_shing__education_article

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, ლი კაშინი, 12 წლის ასაკში იძულებული იყო თავი დაენებებინა სკოლისთვის და მოწყობილიყო სამუშაოდ ქარხანაში, რომელიც პლასტმასის ყვავილებს აწარმოებდა.
22 წლის ასაკში მან კომპანია Cheung Kong დააარსა, რომელიც დღეისთვის არა მარტო ვაჭრობითაა დაკავებული, არამედ უძრავი ქონებით, სასტუმრო საქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და ბევრი სხვა მიმართულებით.

 

ბილ გეიტსი
განათლება: უნივერსიტეტის 2 კურსი

bill_gates_education_article

ბილ გეიტსს ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი აქვს. მილიარდერს ის მხოლოდ 2007 წელს გადასცეს, სასწავლებლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რათა პატივი მიეგოთ ყველა მისი მიღწევისთვის. სინამდვილეში გეიტსმა ჰარვარდში მხოლოდ 2 წელი ისწავლა, შემდეგ კი გარიცხეს.

ლარი ელისონი
განათლება: უნივერსიტეტის 2 კურსი

larry_ellison_education_article

მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიების სიაში მე-2 ადგილზე (Microsoft-ის შემდეგ) მყოფი კომპანიის, Oracle-ის, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლარი ელისონმა, ორჯერ სცადა მიეღო უმაღლესი განათლება. ორივეჯერ – წარუმატებლად. ილინოისის უნივერსიტეტში მან 2 წელი ისწავლა, ხოლო ჩიკაგოს უნივერსიტეტში – 1 სემესტრი.

 

ჯონ როკფელერი
განათლება: 3 თვიანი საბუღალტრო კურსები

john_rockfeller_education_article

მსოფლიოს მთელი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჯონ როკფელერმა, პირველი დოლარები 7 წლის ასაკში იშოვა, 13 წლის ასაკში კი უკვე პროცენტიან სესხს გასცემდა საკუთარ ნაცნობებში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯონმა კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად დაანება სწავლას თავი.

 

ამანსიო ორტეგა
განათლება: საშუალო სკოლა, არასრული

armancio_ortega_education_article

Zara-ს ბრენდის შემქმნელმა და მფლობელმა, ამანსიო ორტეგამ, სკოლა 13 წლის ასაკში დატოვა და ტანსაცმლის მაღაზიაში კურიერად დაიწყო მუშაობა.
თავისი პირველი მაღაზია ორტეგამ 1975 წელს გახსნა. დღეისთვის კომპანია Inditex, რომელსაც ბრენდი Zara ეკუთვნის, მთელ მსოფლიოში მუშაობს, ხოლო მისი შემქმნელი და მფლობელი რამდენჯერმე იყო პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეში.

 

მარკ ცუკერბერგი
განათლება: უნივერსიტეტის 2 კურსი

mark_zuckerberg_education_article

ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ამ სიაში მარკ ცუკერბერგია. მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხებოდა ჰარვარდის სტუდენტად, დიპლომი მაინც არ მიუღია, რადგან ის სოციალური ქსელის შექმნამ გაიტაცა. სხვათა შორის, ცუკერბერგი ფსიქოლოგიას სწავლობდა.

 

Facebook კომენტარები