ადამიანების წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის ძვირადღირებული საკვები, ძალიან განსხვავდება. ზოგისთვის ეს წითელი თევზია, ზოგისთვის კი – იშვიათი თეთრი თირკმელა სოკო (ტრიუფელი). თუმცა, არსებობს მთელი რიგი სხვა პროდუქტები, რომელთა ფასი უდავოდ გაგაოცებთ.
ZIVAVA გთავაზობთ დაათვალიეროთ, როგორ გამოიყურება 10 ყველაზე ძვირადღირებული კვების პროდუქტი მსოფლიოში.
1. სოკო მაცუტაკე
სოკოს ეს ჯიში იმდენად რთულად მოსაპოვებელია, რომ 1 კილოგრამი $600 ღირს. მაცუტაკე იაპონიასა და რამდენიმე აზიურ ქვეყანაში იზრდება. მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა მწერების გამო, რომლებიც ანადგურებენ იმ ხეებს, რომლის ჩრდილშიც იზრდება ეს სოკო. რადგან არ არსებობს მაცუტაკეს კულტივირების მეთოდი, არსებობს საშიშროება, რომ ეს ჯიში გადაშენდება.
2. ყავა კოპი-ლიუვაკი („Kopi Luwak“)
„Kopi Luwak“ მსოფლიოში უძვირეს ყავად ითვლება. 1 კილოგრამის ღირებულება $250-დან $1200-მდე მერყეობს. ეს იშვიათი, არაჩვეულებრივი არომატის მქონე, ყავა იწარმოება ინდონეზიაში, ფილიპინებსა და სამხრეთ ინდოეთში, ძალიან უცნაური მეთოდით – ციყვის მსგავსი პატარა მტაცებელი ცხოველი, ლიუვაკი, ჭამს ყავის ხის ნაყოფს, რომელიც ცხოველის კუჭ-ნაწლავს გაივლის და გამოდის მის ექსკრემენტებთან ერთად მოუნელებელ მდგომარეობაში. ყავა, ცხოველის ნაწლავების გავლისას, ფერმენტების ზემოქმედებით, განუმეორებელ გემოსა და არომატს იძენს.
3. ალბინოსი ბელუგას ხიზილალა
1 კილოგრამი ეს ხიზილალა €8500 ღირს. ალბინოსი ბელუგა – მსხვილი ზუთხისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც კასპიის ზღვაში ბინადრობს. ეს ხიზილალა იმიტომაა ასეთი ძვირი, რომ ალბინოსი ბელუგა ოქროსფერ ქვირითს ძალიან იშვიათად, დაახლოებით 100 წელიწადში ერთხელ, ყრის.
4. მერცხლის ბუდეების წვნიანი
ეს ფრინველები ბუდეებს თავიანთი ნერწყვისგან აშენებენ, ყველანაირი შენარევებისა და მცენარეული ჩანართების გარეშე. ბუდეების წვნიანი გამორჩეული დელიკატესია ჩინურ სამზარეულოში. მაღალი ფასი გამართლებულია იმ რისკით, რომელიც ბუდეების მოპოვების პროცესს თან სდევს. ეს ფრინველები ბუდეებს ციცაბო კლდეებზე აშენებენ, ამიტომ მათი მოპოვება საკმაოდ სახიფათოა. ამ დელიკატესის 1 კილოგრამის ღირებულება $3000 დოლარია.
5. ზაფრანა
ამ სანელებლის 1 კილოგრამის ღირებულება $1000-დან $11000-მდე მერყეობს. ამის ახსნა შესაძლებელია იმით, რომ ზაფრანა მხოლოდ შემოდგომაზე ყვავის, წელიწადში სულ რაღაც 7 დღის განმავლობაში. მისი მოკრეფა და შემდგომი დამუშავება ხელით ხდება. 1 კგ ზაფრანის სანელებლის მისაღებად მკრეფავებს დაახლოებით 300 000 ყვავილის მოწყვეტა უწევთ. ნუ აგერევათ იმერულ ზაფრანაში, რომელიც სულ სხვა მცენარისგან და სხვა მეთოდით მზადდება.
6. თეთრი თირკმელა სოკო (ტრიუფელი)
ამ სოკოების მაღალი ღირებულება განპირობებელია მათი ზრდის სპეციფიური პირობებით, შეგროვების, შენახვის მეთოდით და, რა თქმა უნდა, დახვეწილი გემოთი და არომატით. ევროპაში 1 კგ თეთრი თირკმელა სოკო დაახლოებით €2000 ღირს.
7. შავი ქათამი „აიამ ცემანი“
აიამ ცემანის ქათმის ჯიშს მხოლოდ ინდონეზიაში მოაშენებენ. სხვა ქვეყნებში მისი მიწოდება არ ხდება, ქათმის გრიპის გავრცელების საშიშროების გამო. ეს იმდენად იშვიათი ჯიშია, რომ ერთი წიწილა, ინდონეზიაშიც კი, დაახლოებით $200 ღირს. ინდონეზიის საზღვრებს გარეთ კი ფასმა შეიძლება რამდენიმე ათასს მიაღწიოს.
8. იაპონური საქონლის ხორცის სტეიკი – ვაგიუ
იაპონური საქონლის ხორცის სტეიკი Wagyu A4 – ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი, სახელგანთქმული და ძვირადღირებული დელიკატესია მსოფლიოში. ის საოცარი არომატით, A4 მარმარილოსებრი სტრუქტურითა (მაქსიმუმია – A5) და განთქმული ზეთოვანი ტექსტურით გამოირჩევა. ვაგიუს წმინდა ჯიშის მოზვრებს მათ სამშობლოში, იაპონიაში, მასაჟს უკეთებენ, ლუდს ასმევენ და კლასიკურ მუსიკას ასმენინებენ. 1 კილოგრამის ღირებულება $450 აღწევს.
9. ნედლად შებოლილი ხამონი
ყველაზე ძვირადღირებული ღორის ბარკლის, ხამონი იბერიკოს, სამშობლო ესპანეთია. სწორედ იქაა მოშენებული იბერიული ჯიშის შავი ღორი, რომელსაც მხოლოდ რკოთი კვებავენ, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ უზარმაზარ საძოვრებზე. 1 კილოგრამი ნედლად შებოლილი ხამონის ღირებულება €365 ფარგლებში მერყეობს.
10. ცხენ-ირემის ყველი
ერთ-ერთი ყველზე ძვირადღირებული ყველი, ცხენ-ირემის ყველია. აღნიშნული მხოლოდ ერთ ადგილას იწარმოება – Moose House ფერმაში, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს. მის საწარმოებლად ცხენ-ირემის რძე გამოიყენება. ფერით ცხენ-ირემის ყველი თეთრია, გარეგნულად ბერძნულ ფეტას მოგაგონებთ. ამ ყველის 1 კილოგრამის ღირებულება €1000 შეადგენს, წარმოება კი ძალიან მცირეა.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…
Facebook კომენტარები