სამსახური, ოჯახი, სკოლა და შესაძლოა გართობა ან ჰობი არ გიტოვებთ გონებაში რაიმე სახის ინფორმაციის ადგილს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მოგაწვდით მზა ინფორმაციას თქვენ არ დაგჭირდებათ ძებნაზე დროის დახარჯვა და შესაბამისად თქვენ უკვე შეგეძლებათ აითვისოთ და შემდეგში გამოიყენოთ ეს საინტერესო შემთხვევითი ინფორმაცია.
1
რობერტ დაუნი უმცროსი ნარკოტიკების გადაგდებას უმადლის ბურგერ კინგს (Burger King). როგორც ჩანს, მან შეჭამა ბურგერი, რომელიც ისეთი საშინელი იყო, რომ მან თავიდან გადახედა თავის ცხოვრებისეულ არჩევანს და გადააგდო ყველა ნარკოტიკი ოკეანეში.
2
ძილის დროს ჩვენი ორგანიზმი პარალიზდება, ძილში მოძრაობისგან დასაცავად.
3
ძუ ლომის ნადირობის 90% პრაიდს (ლომების ოჯახს) ეკუთვნის.
4
ამჟამინდელი აშშ-ს დროშის დიზაინი შექმნა 17 წლის სკოლის მოსწავლემ, რობერტ ჰეფმა, სასკოლო პროექტის ფარგლებში. მან თავდაპირველად მიიღო B (ძალიან კარგი) ამ პროექტისთვის, მაგრამ როდესაც მისი დიზაინი აირჩიეს ქვეყნისთვის, მასწავლებელმა მას დაუწერა A (ფრიადი).
5
წარმატების მწვერვალზე მყოფმა ლივერპულის ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა „ბითლზმა“ (Beatles) 1965 წელს ფლორიდაში გამართულ კონცერტზე უარი განაცხადა ემღერა მხოლოდ თეთრკანიანი აუდიტორიისათვის. ჯგუფი მაშინ გამოვიდა სცენაზე, როდესაც შავკანიანებს კონცერტზე დასწრების ნება დართეს.
6
ამერიკული საბავშვო ტელეშოუ „სეზამის ქუჩის“ ცნობილი პერსონაჟის კუქი მონსტრის (Cookie Monster’s) ნამდვილი სახელია სიდი (“Sid”).
7
დაახლოებით 1%-დან 10%-მდე ევროპული წარმომავლობის ადამიანს შიდსის წინააღმდეგ ძლიერი იმუნიტეტი აქვს.
8
მე-18 საუკუნეში „მაკარონი“ იყო სლენგი და ნიშნავდა მოდურ კაცს.
9
ცნობილ Swedish Ice Hotel-ს მოსთხოვეს სახანძრო სიგნალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ის მთლიანად ყინულისგანაა ნაშენები.
10
ცხენები დღეში სულ მცირე 60 ლიტრ წყალს სვამენ.
11
ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 1963 წელს წარმოქმნა კუნძული სურტსეი. 40 წელიწადში, დაუსახლებელ კუნძულზე, მეცნერებმა აღმოაჩინეს პომიდვრის მცენარე. მეცნიერები გაოცებულები იყვნენ ამ ფაქტით. სავარაუდოდ, ეს იმ მეცნიერის დამსახურებაა, რომელიც იღებდა მონაცემებს ამ ადგილიდან და მისმა ფეკალიებმა შეასრულა ბუნებრივი სასუქის როლი.
12
სანთებელა გამოიგონეს ასანთის გამოგონებამდე.
13
არავინ იცის, ვინ გამოიგონა ცეცხლსაქრობი, რადგან მისი პატენტი განადგურდა ხანძრისას.
14
„5 Hour Energy“ ენერგეტიკული სასმელის გამომგონებელი, მანოჯ ბჰარგავა, 12 წლის განმავლობაში ინდოეთში ცხოვრობდა როგორც ბერი.
15
ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა ძუძუმწოვარს (მათ შორის ადამიანს) მოსაშარდად 21 წამი სჭირდება.
16
უკანასკნელი 3500 წლის მანძილზე მსოფლიოში მშვიდობა, ერთად აღებული, სულ რაღაც 230 წელიწადს მოიცავს.
17
ვენერაზე ლითონის ნაჭრები თოვს.
18
ცხენებს ხმელეთის ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე დიდი თვალები აქვთ.
19
ძველ ეგვიპტეში მონებს თაფლს უსვამდნენ იმისთვის, რომ ფარაონისგან გაედევნათ ბუზები.
20
კრევეტის გული თავში მდებარეობს.
21
ზარმაცას საკვების ასათვისებლად 2 კვირა სჭირდება.
22
ყველა კონტინენტზე არსებობს ქალაქი სახელად რომი.
23
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გორილაზეც მოქმედებს.
24
კომპანია ჰაინცის (Heinz) კეტჩუპის ბოთლზე ზედა ნაწილში მითითებული ციფრი „57“ ნიშნავს ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის სახეობათა რაოდენობას.
25
ზღვის ვარსკვლავს ტვინი არ აქვს.
26
ისრაელის საფოსტო მარკებზე დატანილია კოშერული წებო.
27
ადამიანის ბარძაყის ძვალი ბეტონზე ძლიერია.
Facebook კომენტარები