შეიძლება თქვენს ეზოშიც იმალება განძი და ამის შესახებ არაფერი იცით. 24 საინტერესო აღმოჩენა

ზოგჯერ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე აღარ არის დარჩენილი დამარხული განძი. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ დედამიწა თვალუწვდენელია და ყოველთვის იარსებებს მივიწყებული ადგილები, სადღაც აუცილებლად იქნება თქვენთვის დაფლული განძი – ზოგჯერ თქვენს ეზოშიც კი.
ქვემოთ მოცემულია მიწაში აღმოჩენილი 26 შთამბეჭდავი ნივთი. ზოგიერთი მათგანი მილიონობით წელს ითვლის.

1things_1_1

ერთი სიერა-ნევადელი წყვილი ასეირნებდა ძაღლს, როდესაც მათ მიწაში ქილა შეამჩნიეს. მათ გახსნეს ის და აღმოაჩინეს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო.

2things_2

ორლანდოში, ფლორიდის შტატში, ერთმა დეველოპერმა ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი სახლები ააშენა. წლების შემდეგ სახლის მეპატრონეები ისევ პოულობენ დაფლულ ბომბებს.

3things_3_2

ავსტრიელი მამაკაცი ცდილობდა გაეფართოებინა თავისი აუზი, როდესაც 650 წლის განძი აღმოაჩინა. იგი მოიცავდა 200 ბეჭედს, გულსაბნევებს, ქამრის ბალთებს და სხვა ნამარხ ნივთებს.

4things_4

მამაკაცს ჩეხეთში, თავის ეზოში, მილები გაჰყავდა, როდესაც მიწაში რაღაც ლითონი აღმოაჩინა. გათხრების ჩატარების შემდეგ მან ამოთხარა 400 წლის ეკლესიის ზარები, რომლებიც ადრე მოპარული იყო ახლომდებარე ეკლესიებიდან.

5things_5

ილინოისელი მამაკაცი თავის ბაღში ბოსტნეულს კრეფდა, როდესაც მიწაში ნეილონის ჩანთა შეამჩნია. მან $150,000 ნაღდი ფული აღმოაჩინა, რომელიც ჩანთაში იყო შენახული.

6things_6_1

მამაკაცმა, რომელიც აუზს თხრიდა, გამოყენებული ზარბაზნის ტყვია იპოვა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ იგი გამოყენებული იყო ნიუ ორლეანის ბრძოლაში, 1812 წელს.

7things_7

ჩრდილო კაროლინას ფერმერმა სიმინდის ფერმაში 65 კარატიანი (13 გრამი) ზურმუხტი იპოვა.

8things_8

2014 წელს მამაკაცი ლანდშაფტურ სამუშაოს ეწეოდა, როდესაც მან აღმოაჩინა ადამიანის ძვლები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ძვლები ეკუთვნოდა ამერიკელს. ისინი დათარიღდა 1000-ზე მეტი წლოვანებით.

9things_9_1

სამმა ფრანგმა მშენებელმა მოიპარა ოქროთი და ოქროს ზოდებით სავსე განძი, როდესაც მუშაობდნენ ნორმანდიაში. ნათქვამია, რომ განძის ღირებულება შეადგენდა €900,000.

10things_10

ერთი მოყვარული ისტორიკოსი ათვალიერებდა თავის სახლს ბრიტანეთში, როდესაც აღმოაჩინა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წლით დათარიღებული სამარხი.

11things_12_1

მურფრეესბოროს ვარსკვლავი („The Star of Murfreesboro“) 34.25 კარატიანი (6.850 გ) ლურჯი ალმასია, რომლის დიამეტრი არის 17.5 მმ. ალმასი ჯონ პოლოკმა აღმოაჩინა მაღაროზე, მურფრეესბოროს ახლოს. იგი ითვლება ყველაზე დიდ ალმასად და 1964 წელს შეფასდა $15,000. მისი დღევანდელი ფასი $95,452 იქნებოდა.

12things_13

წყვილმა, თავიანთ უკანა ეზოში, კალიფორნიაში, აღმოაჩინა რადიაციისგან თავდასაცავი ბუნკერი. მათ გაიგეს, რომ თავშესაფარი 1961 წელს აშენდა და იგი ჯერ კიდევ მარაგით სავსე იყო.

13things_14_1

მამაკაცმა, რომელიც თავის ეზოში მესერს აშენებდა, 1997 წელს 250 მილიონი წლის პალეოზავრის ძვლები აღმოაჩინა. მამაკაცი 16 წელიწადი ინახავდა აღნიშნულ ძვლებს თავის ფარდულში, სანამ საბოლოოდ არ შეამოწმებინა ის 2013 წელს.

14things_15_1

2015 წლის თებერვალში მიწის გათხრისას, ისრაელში გადააწყდნენ შუა საუკუნეების ოქროს მონეტების დიდ კოლექციას. აღმოჩენილ იქნა X-XI საუკუნით დათარიღებული დაახლოებით 2000 მონეტა.

15things_16

2014 წლის დასაწყისში კანადელი ასუფთავებდა საკუთარ ავტოფარეხს. მესერისა და ავტოფარეხის კედელს შორის მან აღმოაჩინა ბალიშისპირი, რომელშიც დამალული იყო დატენილი ტყვიამფრქვევი და მობილური ტელეფონი. ვინ იცის რისთვის ემზადებოდა ამ ნაპოვნი ნივთების პატრონი.

16things_17_1

აშშ-ში მამაკაცი ასუფთავებდა საკუთარ ეზოს, როდესაც აღმოაჩინა 1940 წლის სალარო აპარატი. მან აგრეთვე იპოვა მანქანის რამდენიმე აკუმულატორი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა სალარო აპარატის კვებისთვის ომის პერიოდში.

17things_18

1970-იანი წლების ბოლოს ბიჭმა მიწაში რაღაც ნივთი იპოვა, რომელიც იმ დროისთვის ყველას უმნიშვნელო ეგონა. 30 წლის შემდეგ კი, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს 16 მილიონი წლის ვეშაპის ქალის და ყბის ძვლები იყო.

18things_19

ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკში, აუზის გარემონტებისას მამაკაცმა იპოვა უჩვეულო ძვალი. მან ანახა ძვალი სპეციალისტს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს იყო წიაღისეული და დაიგეგმა ეზოში გათხრების ჩატარება. გათხრების შედეგად მასტოდონის 90-ზე მეტი ძვალი აღმოაჩინეს.

19things_21

ეს სამხედრო ბეჭედი ნაპოვნი იქნა, მაგრამ მისი პატრონის შესახებ არანაირი ცნობები არ არის.

20things_22_1

ორი ბიჭი დეტროიტიდან (მიჩიგანის შტატი), სახელად ერიკი და ენდრიუ, კაშხალს აშენებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ძვალი შეამჩნია და ვარაუდობდა, რომ ეს იყო ადამიანის ძვალი. ექსპერტებმა შემდეგ დაადგინეს, რომ ეს მასტოდონის ხერხემალი იყო, რომელიც დათარიღდა 13000 წლით.

21things_23

ერთმა სერბმა მამაკაცმა ბოსნიაში, თავის ეზოში, იპოვა 6 მეტეორიტი.

22things_24

ერთმა მოგზაურმა ეს ძველი იარაღი იპოვა (სასხლეტი მექანიზმის გარეშე), რომელიც დამალული იყო თავის უკანა ეზოში.

23things_25

ერთმა ადამიანმა მარიოს ეს პატარა ფიგურა იპოვა, რომელიც გაუგებარი მიზეზების გამო დამარხული იყო ეზოში. ეს ნივთი ფასეულობას არ წარმოადგენს, მაგრამ ძალიან სახალისოა.

24things_27

ერთმა ქალბატონმა თავის ეზოში იპოვა 1902 წლის დოლარი, რომელიც ძალიან იშვიათია.
Facebook კომენტარები