აეროსმიტის წამყვანი ვოკალისტისთვის, სტივენ ტაილერისთვის, ალკოჰოლი და ნარკოტიკები ნამდვილად არ არის უცხო. რამდენიმე წლის წინ მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ის უკეთესი ნარკომანი და ალკოჰოლიკია, ვიდრე მუსიკოსი და მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
როკ ვარსკვლავი გამოტყდა, რომ მისი ნარკოდამოკიდებულება დაიწყო 60-იან წლებში. პირველად კი მან ეს აღიარა 1984 წელს, როდესაც იმყოფებოდა სარეაბილიტაციო ცენტრში. მაშინ ის კოკაინზე იყო დამოკიდებული და სულ რაღაც 54 კილოგრამს იწონიდა.
„მე ყველაფერი მქონდა, მაგრამ არაფერი მადარდებდა და მე გული ვატკინე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, ჩემს მეგობრებს. პროგრამა AA რომ არ ყოფილიყო, უკვე აღარაფერი მექნებოდა“.
ტაილერმა 2 წლის წინ მიაკითხა ნარკომანიით დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს, ოღონდ ამჯერად იმისთვის, რომ შეესრულებინა 1993 წლის ჰიტი „Amazing“.
ნახეთ სტივის ძალიან ემოციური შესრულება სიმღერის „Amazing“.
Facebook კომენტარები