როგორც ჩანს, ძალიან მარტივი ცნებები ზოგისთვის ძნელად აღსაქმელია: თუ საქონლის საზღვარზე გადატანა უკანონოა, სავარაუდოდ არ არის კარგი აზრი ამ მიზნისთვის საერთაშორისო ხაზებით სარგებლობა. ან სხვაგვარად: თუ იძულებული ხართ რაიმე შარვლის ქვეშ დამალოთ, მაშინ სჯობს სულაც სახლში დატოვოთ.
სამწუხაროდ, ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში, ადამიანებს ეს არ ესმით და მთელი რიგი უსიამოვნებების მსხვერპლნი ხდებიან. სურათებზე ნაჩვენებია კონტრაბანდის ყველაზე უცნაური შემთხვევები. რასაკვირველია, შეწუხებულები ვართ ზოგი ადამიანის დაკავებით, რადგან ვთვლით, რომ ჩიტების ჩატენვა შარვალში საკმარისზე მეტი დასჯაა მათთვის.
1
ეს ადამიანი დააკავეს ჩინეთის პორტში, ფუტიანში, მისი უცნაური „აღნაგობის“ გამო. გამოძიების შედეგად აღმოაჩინეს, რომ იგი 94 აიფონის გადატანას ცდილობდა.
2
ეს კოლუმბიური წარმოშობის ხის პალეტები რეალურად კოკაინისგან არის დამზადებული.
3
გერმანელმა მებაჟეებმა აღმოაჩინეს საკონდიტრო ნაწარმში დამალული ფულის რულონები.
4
ესპანეთის პოლიციამ ცენტრალური ამერიკიდან გემით შემოსული გამოშიგნული ანანასებიდან 200 კგ კოკაინი ამოიღო.
5
საუდის არაბეთის და ბაჰრეინის დამაკავშირებელ ხიდზე მებაჟეებმა დააკავეს ბაჰრეინელი მამაკაცი, რომელიც ტრადიციული სამოსის ქვეშ კონტრაბანდულ ლიქიორს მალავდა. საუდის არაბეთში ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობა კანონით იკრძალება.
6
მამაკაცს, რომელიც დუბაიდან ავსტრალიაში მიფრინავდა, შარვლის ორივე ტოტზე თითო-თითო ცოცხალი მტრედი ჰყავდა მიბმული.
7
ავსტრიელმა მებაჟეებმა ამოიღეს 150 ბოთლი წარწერით „საპოხი ზეთი“, რომლებშიც სინამდვილეში ტაილანდური წარმოშობის სტიმულატორი ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.
8
ანტიკვარების კონტრაბანდისტებისგან ამ იშვიათი კუროსის ქანდაკებების კონფისკაცია მოხდა. ისინი ამჟამად საბერძნეთში, ათენის ეროვნული არქეოლოგიის მუზეუმშია გამოფენილი.
9
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში თუ ვიტყვით უარს ამ შოკოლადზე: ქალი დააკავეს ფერერო როშეს შოკოლადის შეფუთვაში მოთავსებული მეტამფეტამინის კონტრაბანდული გზით გადატანის მცდელობისას.
10
პერუდან მომავალ აშშ-ს მოქალაქეს ნიუარკის აეროპორტში ხელბარგში აღმოუჩინეს საკვები პროდუქტების ასორტიმენტი. ამ პროდუქტებში 4.5 კგ კოკაინიც იყო დამალული.
11
სონი დონგი მაშინ დააკავეს, როდესაც ის შარვლის ქვეშ დამალული მომღერალი ჩიტების შეყვანას ცდილობდა შეერთებულ შტატებში.
12
ქალბატონს, რომელიც ჩამოვიდა გაიანადან ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ნიუ-იორკში, აღმოუჩინეს 6 პარკი რძის ფხვნილი, რომელიც გაჯერებული იყო კოკაინით.
13
მებაჟეებს ქალბატონის კაბიდან, რომელიც სინგაპურიდან მელბურნში მიფრინავდა, მოესმათ ტკაცუნის ხმა. კაბის ქვეშ მას აღმოუჩინეს პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული კონტრაბანდული ტროპიკული თევზი.
14
ავსტრალიელმა მებაჟეებმა ამოღრუტნულ წიგნში აღმოაჩინეს ორი მოზრდილი და ორი პატარა ხვლიკი. გამგზავნი ცდილობდა მათ გატანას ჩეხეთის რესპუბლიკაში.
15
კანადელი ქალი დააკავეს სათამაშო ფეხბურთის მაგიდაში დამალული 50 ტომარა მარიხუანას შეერთებულ შტატებში შეტანის მცდელობისთვის.
16
კოლუმბიელი ხილით მოვაჭრე დააკავეს მწვანე ბანანებში დამალული 100 კგ-ზე მეტი ოდენობის კოკაინის კონტრაბანდის მცდელობისას.
17
53 წლის ქალი დააკავეს დიდ ბრიტანეთში, პირადი ჰიგიენის ნივთებში მოთავსებული კოკაინის შეტანის მცდელობისას.
18
ბანგკოკიდან ბანგლადეშში მიმავალი მგზავრის ჩანთაში 451 კუ და მტკნარი წყლის შვიდი ნიანგი აღმოაჩინეს.
19
გერმანიის მოქალაქემ აშშ-ში 2010 წელს ცოცხალი ტარანტულებით სავსე კონტეინერების შეტანა სცადა.
20
ჯორჯ ბუშის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გვატემალას მოქალაქეს აღმოუჩინეს ვანილის ვაფლები, რომლებიც კრემის ნაცვლად კოკაინით იყო შეზავებული.
21
91 წლის ავსტრალიელი მამაკაცი საპონში მოთავსებული კოკაინის იმპორტისთვის დააკავეს. კოკაინის გადატანის ამავე გზას მიმართავდა მსოფლიოს უხუცესი ნარკოტიკების კონტრაბანდისტი ვიქტორ ტვარცი.
22
მებაჟეებმა აღმოაჩინეს ბრინჯის მოსამზადებელი დანადგარი, რომელიც, დარიჩინით დაფარული და პოლიეთილენის მასალაში შეფუთული 1.3 კილოგრამი შავი კოკაინით იყო სავსე. მამაკაცი ცდილობდა შეერთებული შტატების დატოვებას და ირანში დაბრუნებას.
23
ტრინიდადიდან კენედის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულმა მამაკაცმა სამი დიდი პაკეტით გაყინული ხორცი ჩამოიტანა, რომელშიც მებაჟეებმა 3.1 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.
24
ნარკოტიკების კონტრაბანდისტები აშშ – მექსიკის საზღვარზე დააკავეს. ისინი ცდილობდნენ სტაფილოში მოთავსებული, ტონაზე მეტი მარიხუანას გადატანას.
25
ბოგოტას აეროპორტში კანადელი რიჩი ტაბატა ლია დააკავეს, რომელიც თავს ორსულად ასაღებდა, სინამდვილეში კი მუცელი კოკაინით ჰქონდა სავსე.
26
ავსტრალიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ეს პრეპარატები: თხევადი მეტამფეტამინი, რომლის ღირებულებამ 1 მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა.
27
ავსტრალიელმა მებაჟეებმა ეს 40 სანტიმეტრიანი ზურმუხტისფერი ხის მახრჩობელა გველი მას შემდეგ ჩამოართვეს მფლობელს, რაც მისი შვედეთიდან გამოგზავნა სცადეს.
Facebook კომენტარები