ახლახან სან-ფრანცისკოს მოზარდებმა გარკვეულ სანახაობას დაუდეს საფუძველი, როდესაც იატაკზე სათვალე მოათავსეს ხელოვნების მუზეუმში. გაურკვევლობაში მყოფმა დამთვალიერებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ხელოვნების ნიმუშია და ფოტოების გადაღება დაიწყეს.
ხუმარა მოზარდებმა – Twitter-ის მომხმარებლებმა @TJCruda-მ და @k_vinnn-მა, გადაწყვიტეს ასეთი ხუმრობისთვის მიემართათ მას შემდეგ, რაც უკმაყოფილონი დარჩნენ სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების ხილვით.
სათვალის დატოვებიდან ზუსტად ერთ წუთში მის გარშემო ხალხი შეგროვდა, რათა გამოერკვიათ მეტაფიზიკური მნიშვნელობა თანამედროვე „ხელოვნების“ ამ ნიმუშისა.
ერთერთმა მოზარდმა, 17 წლის თ. ხაიატანმა, მოახდინა ხალხის რეაქციის დოკუმენტირება და მხიარული ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები მოგვიანებით ატვირთა Twitter-ზე. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ეს სურათები ვირუსივით მოედო ქსელს და გაზიარდა 40,000-ჯერ.
ეს შესაძლოა შორს იყოს ხელოვნებისგან, მაგრამ მოზარდებმა მართლაც რომ შეუდარებლად იცელქეს.
Facebook კომენტარები