როდესაც საერთო მიზნებით გაერთიანებული ორი ადამიანი ერთობლივ საქმეს აკეთებს, შედეგი აუცილებლად საინტერესო და განსხვავებული გამოდის. შეხედეთ ამ წყვილის ნამუშევარს და თავად დარწმუნდით ამაში.
„მოგესალმებით! მინდა გიჩვენოთ მაგიდა, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ გავაკეთეთ. ჩვენ წყვილების იმ კატეგორიას მივეკუთვნებით, რომლებსაც სრულიად საპირისპირო სტილი აქვთ და მაინც ახერხებენ ერთად მუშაობას. ჩვენ გვაერთიანებს ნივთების მეორადი გამოყენების მიმართ მისწრაფება.
ყველაფერი ადგილობრივი ჯართის საწყობიდან დაიწყო, სადაც გრძელი ჯაჭვი აღმოვაჩინე. რამდენიმე დღის შემდეგ დარეკა ჩემი ქმრის მეგობარმა და გვაცნობა, რომ ახლომდებარე დეპოს ნგრევა მიმდინარეობდა. ჩვენ საოცარი ძველი წიწვის ხის კოჭები მოვიპოვეთ და დაიწყო შემოქმედებითი იდეების სახალისო ძიება“.
1ძველი ხისა და ჟანგიანი ჯაჭვისგან ყავის მაგიდა გავაკეთეთ
2დანგრეული დეპოს შენობიდან ხის კოჭები ამოვიღეთ. მოგვიანებით მაგიდის ზედა მხარე გავაკეთეთ ერთმანეთზე მიწებებული და გახეხილი 15 ფიცრისგან
3ჯაჭვის მოსათავსებლად ჩაღრმავება გავაკეთეთ. ყოველი ფეხისთვის 2 მეტრი ჟანგიანი ჯაჭვი გამოვიყენეთ
4ფეხის დამზადებისას ყოველი მარყუჟი ცალ-ცალკე იქნა მიდუღებული, შემდეგ თითოეული ნაკერი გაპრიალებულ იქნა
5როდესაც პირველი ფეხი მზად იყო, ჩვენ გამოვცადეთ ის 170 კგ-მდე წონაზე. ჯაჭვზე დავამატეთ ანტიკოროზიული საღებავი, როდესაც ის მაგიდაში დამაგრდა. ხე შეღებილი იყო წყალზე დამზადებული პალისანდრის ხის ფერით
6საბოლოო შედეგი – ხასიათითა და სტილით სავსე მაგიდა
7ჯაჭვის დეტალი და ხის ლამაზი სტრუქტურა
8გაწმენდილმა მუქმა ყავისფერმა ლაქამ სწრაფად გამოავლინა ხის საოცარი მრავალფერიანი ნახატი
9დეტალები
10ხის ჯაგრისით გაწმენდით, ჩვენ მოვახერხეთ 30 წელზე მეტი ასაკის ხის ძლიერი სტრუქტურისა და საოცარი ფერების მიღება
11გვერდიდან
12ესეც ჩვენი დასრულებული ლამაზი მაგიდა
Facebook კომენტარები