1996 წელს ტომ კრუზი ავარიის მოწმე გახდა: ავტომანქანა დაეჯახა მანდილოსანს, ხოლო მძღოლი მიიმალა. კრუზმა მანქანა გააჩერა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ავარიის მსხვერპლს გვერდიდან არ მოსცილებია, სანამ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო მოვიდა.
შემდეგ კრუზი სასწრაფო დახმარების მანქანას უკან გაჰყვა საავადმყოფომდე იმისათვის, რომ დარწმუნებულიყო, რომ მანდილოსანს არაფერი სჭირდება და ყველაფერი რიგზე იყო. როდესაც მან შეიტყო, რომ მანდილოსანს დაზღვევა არ ჰქონდა, 7000 დოლარის ოდენობით საავადმყოფოს ხარჯები აუნაზღაურა მას.
Facebook კომენტარები