ჰოლივუდში კარიერული წარმატებების მიღწევამდე მსახიობი სტივ ბუშემი ნიუ-იორკში მეხანძრედ მუშაობდა.
11 სექტემბრის ტერორისტული იერიშების შემდეგ ბუშემი დაუბრუნდა თავის ძველ პროფესიას, მივიდა ნიუ-იორკის სახანძრო დაცვის დეპარტამენტში და ნიუ-იორკის სხვა მეხანძრეებთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში დღეში 12 საათს მუშაობდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევების გაწმენდის დროს.
სტივმა ინტერვიუზეც კი უარი განაცხადა, რადგან აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ის თვითრეკლამის მიზნით არ აკეთებდა.
Facebook კომენტარები