ჰოლივუდის ვარსკვლავმა უსახლკარო მოხუცი ქალი სიღარიბისგან იხსნა

zach_galifianakis_fi_fb

სანამ ზაკ გალიფიანაკისი ჰოლივუდში კარიერულ წარმატებებს მიაღწევდა, ხშირად სანტა-მონიკაში ერთ სამრეცხაოში, Fox-ში, დადიოდა, სადაც მან 87 წლის ელიზაბეტ „მიმი“ ჰაისტი გაიცნო და დაუმეგობრდა მას. მიმი ცხოვრობდა იმ წვრილმანი გასამრჯელოთი, რომელსაც მას ხალხი სამრეცხაოში მომსახურეობისათვის აძლევდა.
ფილმის „წვეულება ვეგასში“ წარმატების შემდეგ ზაკი აღარ დადიოდა სამრეცხაოში, მაგრამ როდესაც მან შეიტყო, რომ მიმი უსახლკარო გახდა, გადაწყვიტა დახმარებოდა მას. ზაკმა მისთვის ბინა იქირავა და ყველა გადასახადის მუდმივად გადახდაც საკუთარ თავზე აიღო. მას მიმი ასევე თან ჰყავდა წაყვანილი ფილმების კინოპრემიერაზე – „წვეულება 2: ვეგასიდან ბანგკოკში“, „ბინძური კამპანია სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „წვეულება: ნაწილი III”.
Facebook კომენტარები