ლექციის დროს სტუდენტის ბავშვმა ტირილი დაიწყო. პროფესორის რეაქციამ ყველა გააოცა!

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორ სიდნი ენგელბერგს, რომელსაც ლექციების წაკითხვის 45-წლიანი გამოცდილება აქვს, თვალიც კი არ დაუხამხამებია, როდესაც ლექციაზე ერთ-ერთი სტუდენტის ბავშვის ტირილის ხმა მოესმა. უხერხულობაში ჩავარდნილი დედა აუდიტორიის დატოვებას აპირებდა, როდესაც პროფესორმა – ოთხი შვილის მამამ და ხუთი შვილიშვილის ბაბუამ, ბავშვი ხელში აიყვანა და თავად დაამშვიდა – ამ დროს კი ლექციის წაკითხვა არ შეუწყვეტია.
მისი ქალიშვილის თქმით, ენგელბერგი ნებას რთავს შვილიან სტუდენტებს დაესწრონ მის ლექციებს შვილებთან ერთად და ძუძუც კი აჭამონ. არც ერთი დედა არ უნდა დადგეს არჩევანის წინაშე – ან შვილი, ან განათლება!

დედა წამოდგა, რომ დაეტოვებინა პროფესორ ენგელბერგის ლექცია, როდესაც მისმა შვილმა ტირილი არ შეწყვიტა
lecturer_soothes_crying_baby_professor_sydney_engelberg_hebrew_university_1

პროფესორმა ბავშვი ხელში აიყვანა და საგანმანათლებლო პროცესი განაგრძო – თითქოს არც არაფერი მომხდარა
lecturer_soothes_crying_baby_professor_sydney_engelberg_hebrew_university_2

„მისი გაგებით განათლება მდგომარეობს არა მარტო სტუდენტებისათვის მშრალი ფაქტების გადმოცემაში, რომელებსაც ისინი ლექციაზე უნდა გაეცნონ, არამედ ცხოვრებისეული ფასეულობების სწავლაშიც“, – დაწერა ენგელბერგის ქალიშვილმა.
lecturer_soothes_crying_baby_professor_sydney_engelberg_hebrew_university_3

Facebook კომენტარები